A E

ბა ბგ ბე ბი ბო ბრ ბუ
ბინ ბიო ბიჰ

ბინე–სიმონის სკალა ანუ მეტრული სკალა

ბ-ვის გონებრივი განვითარების გაზომვის მეთოდი. დაამუშავა ფრანგმა ფს-გმა ა. ბინემ ტ. სიმონთან თანამშრომლობით. მეთოდი შეიცავს ტესტების სერიას, თითოეული ასაკისათვის ხუთ-ხუთს, სამი წლის ასაკიდან 15 წლამდე. ნაგულისხმევია, რომ ყოველი ასაკისათვის დამახ. ინტელექტის განვითარების განსაზღვრული დონე. იმის მიხედვით, თუ რა ასაკის ტესტებს გადაწყვეტს ბ-ვი, ირკვევა მისი გონებრივი განვითარება. მაგ., თუ 7 წლის ბ-ვმა გადაჭრა მარტო თავის (7 წლის) ასაკის შესაფერისი ტესტები, მაშინ ის გონებრივი განვითარების მხრივაც 7 წლისად ჩაითვლება (ნორმა). თუ, გარდა ამისა, მან ზემო ასაკის (8 - 9 წ წ. ) ტესტებიც გადაჭრა, მაშინ იგი გონებრივი განვითარების დონით უსწრებს თავის ბიოლოგიურ ანუ ქრონოლოგიურ ასაკს და გონებრივად დაწინაურებულად ჩაითვლება. თუ თავის ასაკის ტესტებს ვერ წყვეტს, მაშინ იგი გონებრივად ჩამორჩენილია, დაქვეითებულია (სუბნორმა, დებილი ან იმბეცილი), გონებრივი განვითარების დონის შეფარდება ბიოლოგიურ ასაკთან იძლევა გონებრივი განვითარების კოეფიციენტს (იხ. გონებრივი კოეფიციენტი). ბინე-სიმონის სკალას საფრანგეთში იყენებდნენ გონებრივად ჩამორჩენილი ბ-ების შესარჩევად დამხმარე სკოლებისათვის. შემდეგ იგი ამ მიზნითვე გამოყენებულ იქნა სხვა ქვეყნებშიც, ოღონდ სათანადო რეაქციით. ცნობილია ვ. მიოდესი და ე. პიორკოვსკის რედაქცია გერმანიაში, ლ. მ. ტერმენისა — ამერიკაში და სხვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9