ორი თვალით მხედველობა. ბ. მ-ის შემთხვევაში თითოეული თვალის ბადურაზე ჩნდება საგნის გამოხატულება, ბ. მ. იძლევა საგნის ორ გამოხატულებას, მაგრამ ვხედავთ კი ერთ საგანს. ეს იმით აიხსნება, რომ ორივე ბადურაზე არსებობს იდენტური წერტილები. მათი ერთდროული გაღიზიანება იწვევს გამოხატულებათა შერწყმას და ორი საგნის ნაცვლად ერთს საგანს ვხედავთ. ბადურაზე აგრეთვე არსებობს „დისპარატული“ წერტილებიც: მათი ერთდროული გაღიზიანება იწვევს ერთი საგნის გაორებულად ხედვას (ე. წ. ჰიუგენსის ილუზია). მაგრამ, როცა ახლო მდებარე დისპარატული წერტილები ღიზიანდება, მაშინ გაორების ნაცვლად, მივიღებთ საგნის რელიეფურ აღქმას. ბ. მ. შედარებით მონოკულარულთან (ერთი თვალით მხედველობა), უპირატესობები აქვს: 1. იგი ახდენს კორექციას, თუ ერთი თვალის მხედველობა შეცდა. 2. აფართოებს მხედველობის ველს. 3. აზუსტებს საგნის რელიეფურობის სიღრმის) აღქმას. 4. აადვილებს მანძილის აღქმას საგანთა შორის.