ემბრიონალური განვითარების კანონი, შემოიტანა ბიოლოგიაში ე. ჰეკელმა (1866). ამ კანონის თანახმად ინდივიდის ემბრიონალური განვითარება, ჩასახვის მომენტიდან ვიდრე დასრულებულ მდგომარეობამდე, იმეორებს შემოკლებით ყველა საფეხურს, რ-იც გაუვლია მის გვარს ფილოგენეზური განვითარების პროცესში, მაგ., განვითარების ადრიან ეტაპზე ძუძუმწოვარ ცხოველთა ჩანასახები გვანან ურთიერთს ფორმის მიხედვით.
ბ. კ. ბუნებისმეტყველებიდან გადმოტანილ იქნა ფს-გიაში (ი. მ. ბალდვინი, სტენლი-ჰოლი). ამის მიხედვით ად-ნის ფს-კის (ონტიგენეზური) განვითარება, იმეორებს შემოკლებით ყველა ამ საფეხურს, რ-იც კაცობრიობის განვითარებამ გაიარა დღემდე. მაგ., ადრიან ბავშვობას ადარებენ საკვები მასალის მიწიდან ამოთხრის პერიოდს; ბავშვობას 12 წლამდე ადარებენ მონადირეობის პერიოდს და უფროს ასაკს, კი სამრეწველო წარმოების პერიოდს. ბ. კ-ს გადმოტანას ფს-გიაში პედ. თვალსაზრისით, მიუღებელ დასკვნამდე მივყავართ. იგი ნიშნავს ბ-ვის სწავლა-აღზრდის და განვითარების განსაზღვრულობას მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორებით და უგულებელყოფს სოც. ფაქტორის მნიშვ. მაშინ, როცა ბ-ვის აღზრდა-განვითარებაში სოც. ფაქტორი ძირითადი და განმსაზღვრელია.
ბ. კ. ანალოგიებს ემყარება და მეცნიერულად დასაბუთებულ თეორიას არ წარმოაღგენს. (იხ. რეკაპიტულაციის თეორია, ატავისტური ტენდენცია).