ფს-გიაში ტერ. ბ. შემოტანილია დ. უზნაძის მიერ (1925). ნიშნავს: სუბიექტურისა და ობიექტურის „გაერთმთლიანებულ განწყობილებას“ ანუ მდგომარეობას, რ-იც, რ-რც სუბიექტის ქცევის მიზანშეწონილობის პირობა, არაცოცხალ ბუნებაში არსად არ გვხვდება და მხოლოდ სიცოცხლისათვის არის სპეციფიკური. შემდგომ ავტორმა ამ „გაერთმთლიანებულ მდგომარეობას“ „გან- წყობა“ უწოდა.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.