A E

ბა ბგ ბე ბი ბო ბრ ბუ
ბოდ

ბოდვა

1. ფს-კური დაავადების ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომი, წარმოადგენს რეალური ვითარების შეუსატყვის, ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს მოკლებული აზრების ერთობლიობას. ბოდვითი იდეები გაბატონებულ ადგიღს იკავებენ დაავადებული პიროვნების ცნობიერებაში. ავად. მტკიცედაა დარწმუნებული, რომ, მისი ბოდვითი აზრები ჭეშმარიტია. იგი ვერ გრძნობს ამ აზრების დასაბუთების საჭიროებას, მისი დასაბუთება ყოველთვის ფორმალურია; დარწმუნებულობის ამ განცდას ვერ არღვევს ვერც ლოგიკური და ვერც ფაქტობრივი წინააღმდეგობა. სტრუქტურის მიხედვით ბ. შეიძლება იყოს სისტემატიზებული (მყარი, თანამიმდევრული, თავის თავში ლოგიკურად გამართული აზრების ერთობლიობა) და უსისტემო (არათანმიმდევრული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი (ცვალებადი აზრები). ემოციური აფექტური ტონის მიხედვით განასხვავებენ დეპრესიულ ბ-ს (მაგ., თვითბრალდების, თვითდამცირების, დევნის ბოდვები)და ექსპანსიურ ბ. (მაგ., თვითგანდიდების, ეროტიკული, გამდიდრების ბ-ას). შემთხვევათა უდიდეს ნა- წილში ბ. ფსიქოზის სხვა სიმპტომებთან თანაარსებობს.

2. ბ-თან სდევს ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რ-იც დაკავმირებულია ინტოქსიკაციურ და ინფექციურ დაავადებასთან. ახასიათებს აჟიტაცია, მხედველობითი ჰალუცინაციები და სხვა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9