A E

ბა ბგ ბე ბი ბო ბრ ბუ
ბრა ბრმ ბრო

ბრაილის შრიფტი

წერტილოვანი ამოზნექილი შრიფტი, შემუშავებული უსინათლოთა კითხვისათვის. ამ შრიფტის ყოველი ასო შედგება 6 წერტილისაგან,მათი კონფიგურაცია და კომბინაცია იძლევა 63 ნიშანს, რაც სრულებით საკმარისია ალფაბეტის ყველა ასოსა და სასვენი ნიშნების აღსანიშნავად. ბ. შ. შეიმუშავა ფრანგმა პედ-მა, თვითონ უსინათლო ლუი ბრაილმა (1829). მან განათლება მიიღო პარიზის უსინათლოთა ნაციონალურ ინსტიტუტში და აქვე მოღვაწეობდა პედ-ად. ბრაილის შრიფტმა ფართო გავრცელება პოვა მთელ მსოფლიოში.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9