| | |
ზ. ფროიდის მიერ შემოტანილი ცნება ფს-გიაში, წარმოადგენს „დაცვითი მექანიზმის“ ერთ-ერთ სახეს.
1. დიდ როლს ასრულებს „სიზმრის ლატენტური შინაარსის“ გარდაქმნაში. ფროიდის აზრით, ჩვეულებრივია ლიბიდოზური წარმოდგენები (განდევნილი განცდათა შინაარსები) სიზმრის ცნობიერებისათვისაც მიუღებელია. სიზმარში მათი გამოყენება შესაძლებელი რომ გახდეს, საჭიროა მათი გარდაქმნა, მათი შინაარსის შეცვლა. ამ მიზნით ხდება სიზმრის ლატენტურ წარმოდგენათა ნიშნების „გადანაცვლება“ „გადაადგილება“ მეორეხარისხოვან ნიშანთა წინ წამოწევა, არსებითი ნიშნების დაჩრდილვა, არანიშანდობლივ თვისებათა მათთვის მიწერა და საბოლოოდ ისეთი შინაარსის წარმოდგენის დამყარება, რ-იც „ზე“ — „მე“ -სთვის იხ. (Uler→Ich) მისაღები იქნება და რ-საც „ცენზურა“ სიზმრის ცნობიერებისათვის დასაშვებ შინაარსად მიიჩნევს. ამ ახალ არაცნობიერად შეცვლილ წარმოდგენას სიზმრის მიმდინარეობაში რეპრეზენტაციის (წარმომადგენლობის), უფლება ენიჭება და ამიერიდან ის ხელმძღვანელობს სიზმრის დინამიკას. (იხ. სიზმრის ლატენტური შინაარსი; შეკუმშვა).
2. ფსიქოანალიზის პროცესში ზოგჯერ ადგილი აქვს პაციენტის გრძნობების გადანაცვლებას მკურნალ ექიმზე, რაც ახალ ნევროზულ მდგომარეობას უქმნის ავად-ფს. მკურნალობის დასასრულს ექიმმა უსათუოდ უნდა გაუცნობიეროს ეს მდგომარეობა ავად-ფს და გაათავისუფლოს იგი მასზე გადატანილი გრძნობებისაგან.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |