ინტელექტუალური გრძნობა, ჩნდება ისეთი არაჩვეულებრივი მოვლენის დანახვის თუ აღქმის შედეგად, რ-იც სუბ-ის არსებულ გამოცდილებაში არასოდეს ყოფილა მოცემული და მისი გაგება და ახსნა ამ გამოცდილების ფარგლებში სავსებით აღკვეთილია. გაკვირვებით იწყება პრობლემის დასმა და აღქმული მოვლენის შემეცნების ცდა. ამ გაგებით გ. ის ინტელექტუალური გრძნობაა, რ-აც ბერძენი ფილოს-სი პლატონი ფილოსოფოსობის დასაწყისად თვლიდა.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.