A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

გამომხატველი (ანუ გამომსახველი) მოძრაობები

აღნიშნავს ორგანიზმის იმ ცვლილებების გაძლიერება ან შესუსტებას, რ-ებიც ჩნდებიან განცდასთან, უმეტესად გრძნობებთან და ემოციებთან დაკავშრებით, ასეთია: მაჯისცემის, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, სხეულის მოძრაობების, მიმიკის (სიცილი, ტირილი), პანტომიმიკის (ჟესტები, გაქცევა ან გაშეშება და სხვა).

ორგანიზმის ეს ცვლილებები გამოხატავს ჩვენს განცდებს, განსაკუთრებით გრძნობებსა და ემოციებს და ობიექტური დაკვირვების საგნად აქცევს, თითქოს მათ გარეგნულად დასანახს ხდის. ამიტომ ეწოდება მათ „გამომხატველი მოძრაობები“. კავშირი განცდებსა და ამ სხეულებრივ ცვლილებებს შორის იმდენად მტკიცე და არსებითია, რომ ფს-გიაში მათ ემოციური განცდების სიმპტომად თვლიან და ამიტომ გრძნობა-ემოციის შესწავლის ერთ-ერთ მეთოდად იყენებენ (იხ. გამომხატველ (ანუ გამოსახულების) მოძრაობათა მეთოდი).

ჩ. დარვინის აზრით ზოგიერთი გ. მ. იმ მოძრაობათა რუდიმენტს წარმოადგენს, რ-თაც პირველყოფილი ად-ნი ხიფათის დროს თავს იცავდა, მაგ., კბილების ღრჭენა, ხელების დამუშტვა თანამედროვე ად-ნთან წარმოადგენს იმ ქცევის ნაშთს, როცა ად-ნი მართლა მუშტითა და კბილებით იბრძოდაა.

გრძნობა–ემოციისა და გ. მ-თა შორის კავშირი იმდენად არსებითი და მჭიდროა, რომ ზოგიერთ მკვლევარს ამ ფაქტმა საბაბი მისცა, გრძნობა-ემოციები მთლიანად სხეულებრივ შეგრძნებათა კომპლექსზე დაეყვანა (იხ. ჯემს-ლანგეს თეორია).

გ. მ. შეიძლება იყოს ცნობიერი, შეგნებულად გამოწვეული (მაგ., მსახიობის მიერ როლის შესრულებისას) და არაცნობიერი, ე. ი. ბუნებრივი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9