ფს-გიური ექსპერ-ის ერთ-ერთი სახე. ფიზიოლოგიიდან გადმოიტანა. ფს- გიაში ვ. ვუნდტმა. მდგომარეობს იმ ფიზიოლოგიური ცვლილებების დაკვირვება- შესწავლაში, რ-ბიც ფს-კურ პროცესებს და განსაკუთრებით ემოციურ განცდებს გამოხატავენ, მაგ., სუნთქვა, მაჯისცემა, სისხლის მიმოქცევა, მიმიკა, ჟესტი და სხვა.
აღნიშნული მოძრაობების შესასწავლად სხვადასხვა ხელსაწყო აპარატი არსებობს ეს აპარატები ფს-გიაში გადმოტანილია ფიზიოლ-დან. ვინაიდან ყველა მოძრაობაზე უშუალო დაკვირვება ვერ ხერხდება, ამიტომ მათ შესასწავლად საგანგებო, ძლიერ მგრძნობიარე კონსტრუქციის აპარატებს იყენებენ (ასეთია კარდიოგრაფი, პლეტისმოგრაფი, პნევმოგრაფი, ერგოგრაფი და სხვა). ტექნიკის თანამედროვე განვითარების საფეხურზე აღნიშნული აპარატები უფრო გაუმჯობესებული სახითაა წარმოდგენილი.