A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

გამომწვევითი ხასიათი

G. Aufforderungscharacter

კურტ ლევინის მიერ შემოტანილი ტერი ფს-გიაში. მისი აზრით, ის ფაქტი, რომ ყოველი გარესიტუაცია სტიმულის როლს ასრულებს, უნდა აიხსნას იმით, რომ სუბ-ის მოთხოვნილების შესატყვისი სიტუაცია (საგანი) აღჭურვილია ე. წ. გ. ხ-თ ანუ ძალით; რაც იმაში მდგომარეობს, რომ დაკმაყოფილების საგანი მოთხოვნილების მქონე სუბიექტს თავისკენ იზიდავს, სამოქმედოდ იწვევს, ააქტიურებს. მაგ., მშიერ ად-ნს პური იზიდავს, მისი დანახვა უორკეცებს ჭამის მოთხოვნილებას, მაგრამ მაძღარი კაცის მიმართ იმავე პურს არავითარი ძალა არა აქვს, ე. ი. რ-რც კი მოთხოვნილება დაკმაყოფილდება, საგანს გ. ხ. ეკარგება. ამრიგად, საგნის გ. ხ. სრულებით გარკვეულ მიმართულებაში იმყოფება ად-ნის მოთხოვნილებასთან – გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილების შესატყვისი საგანი იზიდავს მოთხოვნილების მქონე ად-ნს იმიტომ, რომ იგი შეიცავს გ. ხ-ს ძალას, ხოლო იგივე საგანი, თუ ად-ნს მისი მოთხოვნილება არ აქვს, მისთვის ინდიფერენტული საგანია.

დ. უზნაძემ საგნის ეს გ. ხ. განწყობის ფაქტად აღიარა. მისი აზრით, მოთხოვნილების მქონე ად-ნს მოთხოვნილების შესატყვის საგნებთან შეხვედრისას „გარკვეული მოქმედების განწყობა უჩნდება; და ეს განწყობაა, რომ თავის ფს-გიურ გამოხატულებას კ. ლევინის მიერ აღწერილ გ. ხ-ის ფაქტში პოულობს: პური მშიერ ად-ში განსაკუთრებული ქცევის – პურის დაუფლებისა და შეჭმის განწყობას იწვევს და ამიტომაა, რომ იგი მიმზიდველობის ძალის მქონედ განიცდება“ ( დ. უზნაძე). დ. უზნაძის „განწყობის“ ცნება გასაგებს ხდის კ. ლევინის მიერ საგნის „გამომწვევი ხასიათის“ ფაქტს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9