A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განდევნა

G. Verdŕăngung

ზ. ფროიდის „არაცნობიერის“ თეორიაში „დაცვითი მექანიზმის“ ერთ-ერთი ძირითადი ცნება. ამ თეორიის თანახმად პიროვნების „იგი“–ს (გერმ. „Es“) სფეროში (ინსტინქტები– ლტოლვებში) წარმოშობილი და ცნობიერებაში პრეზენტირებული „ლიბიდოზური“ წარმოდგენები, რ-თაც „ზე-მე“ თავისთვის მიუღებლად თვლის, ცნობიერებიდან იდევნება ცნობიერების ერთ-ერთი ინსტანტანციის „ცენზურის“ მიერ. ასეთია მეტწილად საზოგადოებრივი ნორმებით აკრძალული ლიბიდოზური სურვილები, ინცესტისადმი მიდრეკილება, „ოიდიპოსკომპლექსი“ და საზოგადოდ ყოველი ანტისაზოგადოებრივი, ამორალურ საქციელთან დაკავშირებული უარყოფითი წარმოდგენა. გ-ლი შინაარსი იძირება ქვეცნობიერებაში და იქ განაგრძობს არსებობას „კომპლექსის“ სახით. გ-ლი შინაარსი გავლენას ახდენს ცნობიერებაზე, განსაზღვრავს მის მოქმედებას, ზოგჯერ მიმართულებასაც კი უცვლის მის მიმდინარეობას. თვითონ პიროვნებამ კი არაფერი იცის არც ცნობიერებიდან წარმოდგენის გ-ნის შესახებ, არც გ-ილი. შინაარსის არაცნობიერად არსებობის და მოქმედების შესახებ. გ-ილი შინაარსი ენერგიას არ კარგავს, იგი მუდამ ისწრაფვის, კვლავ დაუბრუნდეს ცნობიერებას და განახორციელოს თავისი სურვილები, მაგრამ „ცენზურა“ დგას ცნობიერების სადარაჯოზე და გ-ნილ შინაარსს არ აძლევს საშუალებას კვლავ შეაღწიოს ცნობიერებაში. ფროიდის თეორიის მიხედვით, ფსიქოანალიზური საშუალებებით უნდა ამოვიყვანოთ გ-ლი წარმოდგენა ქვეცნობიერებიდან და ცნობიერი გავხადოთ (იხ . კათარზისი მეთოსი). არაცნობიერი შინაარსის ამოყვანა ცნობიერებაში დიდ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს მხოლოდ სიძნელეა და არა პრინციპული შეუძლებლობა, პრინციპულად, ფროიდის თეორიის თანახმად, ყოველი ცნობიერი შინაარსი შეიძლება გახდეს არაცნობიერი და, პირიქით, არაცნობიერი შინაარსი კვლავ გახდეს ცნობიერი (იხ. დაცვითი მექანიზმები; ფსიქოანალიზი; არაცნობიერი).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9