A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განვითარების უახლოესი ზონა

Rus. зона ближайшего развития

როგორც ცნება ფს-გიაში შემოტანილია რუსი ფს-გის ლ. ს. ვიგოტსკის მიერ (1934). მისი აზრით, ბ-ვის განვითარებაში ორი პერიოდი შეიმჩნევა:

1. როდესაც გარკვეული ფს-კური ფუნქციები ჯერ კიდევ მომწიფებული არ არის, არამედ მხოლოდ მომწიფების პერიოდში იმყოფება და თავისი შესაძლებლობების სრული გაშლისკენ ისწრაფვის. ეს პერიოდი წინასწარი მოსამზადებელი ეტაპია იმისათვის, რაც შემდეგ დასრულებულ-სტრუქტურულ სახეს მიიღებს. სწორედ განვითარების ამ დონეს, რომელზეც ფს-კურ ფუნქციათა მომწიფების პროცესი მიმდინარეობს, „განვითარების უახლოესი ზონა“ ეწოდება.

2.მომდევნო პერიოდში, განვითარების დონე თავის დასრულებულ, სტრუქტურულად ჩამოყალიბებულ სახეს აღწევს. ეს არის განვითარებულ ფუნქციათა აქტუალური დონე.

გ.უ ზ-ნის ეტაპზე მოცემულ ფს-კურ ფუნქციათა გამოყენება ბ-ვს საკუთარი ძალებით არ შეუძლია, მაგრამ სხვისი დახმარებით მათ აქტივიზაციას ის ახერხებს და შესაფერის ამოცანებსაც წყვეტს.

მეორე დონეზე — მომწიფებულ ფუნქციათა აქტუალურ დონეზე ბ-ვი თვითონ, სხვის დაუხმარებლად იყენებს ამ ფუნქციებს და დამოუკიდებლად წყვეტს შესატყვის ამოცანებს. მაგ., დ. უზნაძე ბ-ვის ცნებითი აზროვნების განვითარებაში ორ პერიოდს ადასტურებს პირველ პერიოდში — სკოლის წინარე ასაკი ბ-ვი მხოლოდ სხვისი დახმარებით ახერხებს საგნების ნიშნების გამოყოფას, მათ დაჯგუფებას, სახელდებას, ე. ი. ლოგიკურ-ვერბალური აზროვნების ოპერაციებს - ანალიზს, სინთეზს, განზოგადებას, დეფინიციას განვითარების მეორე პერიოდში - სასკოლო ასაკში ბ-ვი ამ ოპერაციების შესრულებას დამოუკიდებლად, თავისი ძალებით ახერხებს. აქ მას ლოგიკურ-ვერბალური ცნებითი აზროვნება უკვე განვითარებული აქვს. პირველი პერიოდი– გ. უ. ზ-ნას წარმოადგენს, მეორე –განვითარების მომწიფებული, აქტუალური, ცნებითი აზროვნების დონეს.

ლ. ვიგოტსკის აზრით, სწავლება ყველაზე ნაყოფიერია, როცა ის გ. უ. ზ-ას ეყრდნობა. სწავლება, მისი აზრით, უკვე განვითარებულ ფუნქციებს კი არ უნდა ავარჯიშებდეს, არამედ წინ უნდა უსწრებდეს მათ მომწიფებას. განვითარება სწავლებას უნდა მიჰყავდეს. სასწავლო საგანი თავის მასალას გ. უ. ზ-ნას უნდა უმიზნებდეს, რადგან გ. უ. ზ-ნის ეს პერიოდი, მისი აზრით, სწავლისათვის ყველაზე „სენსიტივური“ პერიოდია, სასწავლო მასალის მიმართ.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9