ლოგიკაში ცნების შინაარსის გახსნა, ამისათვის ძირითადი და მთავარია განსამარტავი ცნების ადგილის ჩვენება მონათესავე ცნებათა შორის, სხვა ცნებებთან მისი მიმართების დამყარება. ეს შესაძლებელი ხდება, ერთი მხრივ, განსამარტავი — მეორე მხრივ, მის სპეციალურ სახეობით ნიშანზე მითითებით (differentia specifica ), მაგ, განმარტება – „ადამიანი მოაზროვნე ცხოველია“ - ცნება „ადამიანის" სწორი განმარტებაა: ნაჩვენებია მისი უახლოესი გვაროვნობითი ცნება - ცხოველი და სპეციალური სახეობითი ნიშანი - მოაზროვნე. გარდა ამისა, სწორ გ-ას მოეთხოვება კიდევ სხვა წესების დაცვაც, მაგ., ის არც ძალიან ვიწრო უნდა იყოს და არც ძალიან ფართო, არ უნდა შეიცავდეს ტავტოლოგიას (idem per idem).