Gk. agrammatos უწიგნური, უსწავლელი მეტყველების დეფექტი, დარღვეულია სიტყვების სწორი თანამიმდევრობა წინადადებაში. გამოწვეულია თავის ტვინის სათანადო ცენტრების დაზიანებით. ზოგჯერ აფაზიის სიმპტომია. ა-ის კორექცია შესაძლებელია სპეციალური „აღდგენითი სწავლებით“. ადრეული ბავშვობის ხანაში ა. განვითარების (გარკვეული პერიოდისთვის) ნორმალური მოვლენაა, რაც ზრდასთან ერთად გაივლის.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.