A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განცდა

ფს-კური მდგომარეობის „შინაგანი შეტყობინება“, ყოველ ფს-კურ, ანუ ე. წ. სულიერ პროცესში რ-იც სუბ–სათვის ცნობიერადაა მოცემული, პრეზენტირებულია რაღაც ისეთი შინაარსი, რ-იც თვითონ განცდას არ წარმოადგენს ასეთი გ-აა: აღქმა (განსხვავებით იმისაგან, რაც აღიქმება), წარმოდგენა (განსხვავებით იმისაგან, რაც წარმოიდგინება) და ამის შესატყვისად, მეხსიერების პროცესები, აზროვნება, გრძნობები, ემოციები, სურვილი, მისწრაფება და სხვა. ყოველი გ. იმავე დროს თავის არსებობაში, განმცდელისათვის უსათუოდ ცნობიერია - არაცნობიერი გ. არ შეიძლება არსებობდეს; როცა ვინმე რამეს განიცდის მას არა მარტო აქვს ეს გ., არამედ მან კიდეც იცის, რომ მას აქვს ეს გარკვეული განვდა და მისი არსებობის ცოდნა ორ ცალკეულ მოვლენას კი არ წარმოადგენს, არამედ ერთ განუყოფელ მთელს (იხ. ცნობიერება). გ.-ისთვის, რ-რც ფს-კურისათვის დამახ. ის, რომ განსხვავებით ფიზ. მოვლენათაგან იგი სივრცით კატეგორიებს მოკლებულია და მხოლოდ დროში მიმდინარე პროცესია. მაგ., არცერთი ემოციის (სიამოვნების ან უსიამოვნების), აზროენების, გადაწყვეტილების ან რ-იმე სხვა გ-ის შესახებ არ შეიძლება ითქვას, რომ იგი მოცულობით დიდია ან პატარა, მაღალია ან დაბალი, ზევითაა თუ ქვევით იმ დროს, როცა ფიზ. საგნისათვის ეს სივრცითი მიმართულებები არსებითად დამახ.

გ-ებს, რ-რც ცნობიერების ფსიქიკურ პროცესებს, შეისწავლის მეცნ. ფს-გია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9