| | |
დაბალ-ვიტალური თუ მაღალ-ფს-კურო მოთხოვნილების იმპულსით გამოწვეული ყოველი ქცევა აუცილებლად განწყობის საფუძველზე წარმოიშობა და მისივე ზეგავლენით მიმდინარეობს. მაგრამ, რადგან თვით განწყობა ცნობიერებაში არ აისახება, იგი თვითდაკვირვებასაც უშუალოდ არასოდეს არ ეძლევა, მისი შესწავლა პირდაპირი დაკვირვების მეთოდით შეუძლებელია. სამაგიეროდ, განწყობის შესწავლა შესაძლებელია არაპირდაპირი მეთოდით, საგანგებოდ შექმნილ პირობებში თვითქცევაზე, რ-რც განწყობის მოქმედების შედეგებზე, დაკვირვების გზით.
განწყობის ექსპერიმენტული კვლევა ორ პერიოდად იყოფა: პირველია — განწყობის შექმნის პერიოდი საგანწყობო ცდა, მეორეა საგანწყობო ცდაში შექმნილი განწყობის შემოწმების პერიოდი კრიტიკელი ცდა.
1. განწყობის ცდა რაოდენობითი ხასიათის მასალაზე : ა) საგანწყობო ცდა ცპ-ს ერთ ხელში (ვთქვათ მარცხენაში) ეძლევა უფრო დიდი მოცულობის ხის ბურთი, მარჯვენა ხელში-პატარა ბურთი (ან ტაქისტოსკოპით უჩვენებენ ერთი მეორის გვერდით დახატულ ორ წრეს – ერთ დიდს – მარცხნივ, მეორეს პატარას მარჯვნივ). მოწოდებული საგნები ცპ-მა უნდა შეადაროს ერთმანეთს სიდიდის მხრივ და თქვას რომელ მხარეზეა უფრო დიდი საგანი. ეს ცდა მეორდება უცვლელად 10-15 ჯერ. ამ ცდის შედეგად ცპ-ს უმუშავდება არატოლი სიდიდეების (მარცხნივ დიდის, მარჯვნივ პატარას) აღქმის მზაობა. სიდიდეების ყოველ მომდევნო მიწოდებაზე ცპ. მოელის არატოლ საგნებს – მარცხენა მხარეზე დიდს, მარჯვენაზე–პატარას. ე. ი. ექმნება არატოლი საგნების გარკვეული მიმართულებით აღქმის განწყობა.
ბ) კრიტიკული ცდა, უშუალოდ იმის შემდეგ, რაც ცპ-ს საგანწყობო ცდაში შეუმუშავდა არატოლი სიდიდეების აღქმის მზაობა-განწყობა; აწვდიან მას შესადარებლად საგანწყობო ცდაში მარჯვნივ მოთავსებულ პატარა ბურთს (წრის) სიდიდის ორ ტოლ ბურთს (წრეს). ცპ-მა სიდიდეების ყოველ მიწოდებაზე უნდა აღნიშნოს, რომელ მხარეზე აღიქვამს უფრო დიდ საგანს. ცპ ამ ტოლ საგნებს არატოლად აღიქვამს: ერთი მათგანი უფრო დიდად ეჩვენება. უჩნდება მათი უტოლობის ილუზია.
ჩვეულებრივ, როგორც წესი, ორ თანაბარ სიდიდეს ცპ. აღიქვამს რ-რც თანაბარს; მეტნაკლებობის ილუზია არ უჩნდება. ახლა, საგანწყობა ცდების გავლენით კრიტიკულ ცდაში ტოლი საგნები არ აღიქმება ტოლად. საგანწყობო ცდების გავლენით გამომუშავდა მათი უტოლობის აღქმის მზაობა/განწყობა; ამ მზაობის გავლენით ტოლი სიდიდეები არატოლად აღიქმება, ჩნდება მათი უტოლობის ილუზია. ილუზიის გაჩენა და მიმდინარეობა კანონზომიერ ხასიათს ატარებს და სწორედ ეს კანონზომიერებაა განწყობის ბუნების წვდომის საშუა- ლებას რომ იძლევა. ილუზია განწყობის კვლევის მეთოდის როლს ასრულებს.
2. განწყობის კვლევა რომელობითი ხასიათის მასალაზე. საგანწყობო ცდა: ცპ-ს ტაქისტოსკოპით აწვდიან წასაკითხად ლათინური ასოებით დაწერილ ლათინურ სიტყვებს 10–15 ჯერ. ცპ-ს უმუშავდება ლათინურად კითხვის განწყობა. ამის შემდეგ იწყება კრიტიკული ცდა: ცპ-ს აწვდიან ლათინური ასოებით დაწერილ რუსულ სიტყვებს ცპ. მაო კითხულობს ლათინურად და ღებულობს უაზრო სიტყვებს. მაგ., რუსული სიტყვა monop კრიტიკულ ცდაში იკითხება, რ-რც „მონოპ“, norbe -რც „ნორბა“ (ზ. ხოჯავას მეთოდი). საგანწყობო ცდებით ფიქსირებულმა ლათინური ასოებით კითხვის განწყობამ (მზაობამ) რუსული სიტყვების კითხვა თავის შესატყვისად გარდაქმნა: ცპ. რუსულ სიტყვებს ლათინურად კითხულობს.
რომელობით და რაოდენობით მასალაზე ჩატარებული ცდებით დადასტურდა, რომ სანამ ქცევა დაიწყებოდეს (კრიტიკული ცდა), მანამდე მისი შინაარსი უკვე წინასწარ (საგანწყობო ცდაში) გაირკვა და დაფიქსირდა ქცევა, რ-იც კრიტიკულ ცდაში სრულდება საგანწყობო ცდაში მზადდება.
რ-რც რაოდენობით, ისე რომელობით მასალაზე აღქმის შედეგად გამოვლენილი ილუზია, წინასწარ შექმნილი განწყობის, გაუცნობიერებელი მოქმედების გამოვლენაა, რ-შიც გათვალსაჩინოებულია მასში ასახული განწყობის ბუნება, მისი დინამიკა. ამიტომ ილუზორული აღქმის მეთოდი განწყობის კვლევის ძირითად მეთოდად იქნა მიჩნეული. ყველა ამ ცდის საფუძველზე დავასკვნით, რომ განწყობა სუბ-ის ისეთი მდგომარობაა, რ-შიც წინასწარ იქმნება ქცევისათვის საჭირო ძალების ობიექტურ სიტუაციასთან კონსოლიდაცია, სამოქმედო შინაარსის ჩამოყალიბება. ეს კი სუბ-ის ისეთი ფუნქციური მდგომარეობაა, საიდანაც ქცევა იწყება.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |