![]() |
![]() | |
ცნება „განწყობის“ შესატყვისი ცნებებია. გ. თ. შეიმუშავა და დამოუკიდებელ ფს-გიურ მიმდინარეობად დააფუძნა დ. უზნაძემ.
განწყობა სუბ-ის შინაგანი მდგომარეობაა; ჩნდება ორგანიზმის მოთხოვნილებისა და მისი დაკმაყოფილების გარეგანი პირობების ამ ორგანიზმზე მოქმედების შედეგად. წინასწარ, სანამ მოქმედება დაიწყებოდეს, სუბ- ში წარმოიშობა ამ მოთხოვნილების შესატყვისი ქცევის შესრულებისათვის საჭირო შინაგანი მდგომარეობა: მზაობის, მიდრეკილების ტენდენციის სახით. ორგანიზმში წარმოქმნილ ამ მოვლენას (გარკვეული მოქმედებისათვის სუბ-ის ფსიქო-ფიზ. ძალების მომართვა – მომზადებას) დ. უზნაძემ განწყობა უწოდა.
განწყობაზე არის დამოკიდებული თუ რ-ელ მოქმედებას მიმართავს ორგანიზმი თავის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და რ-რ წარმართავს მას. განწყობაზე დაფუძნებული მოქმედება (ყოველი მოქმედება ყოველთვის განწყობაზეა დაფუძნებული!) მიზეზობრივად განსაზღვრული (მოთხოვნილებით და გარემოთი) და მიზნობრივად მიზანშეწონილი (მოთხოვნილების დაკმაყოფილებით) სასიცოცხლო `აქციაა, ორგანიზმის გარკვეული ქცევაა.
მოთხოვნილებისა და შესატყვისი სიტუაციის ზეგავლენით ჯერ წარმოიშობა განწყობა და მერე ამ განწყობის საფუძველზე სრულდება ქცევა, იმ შინაარსით, რ-იც განწყობაში წინასწარ იყო ამ ქცევისათვის ნავარაუდევი.
განწყობა მთელი ცოცხალი სამყაროსათვის არის დამახ., მაგრამ ად-ნთან იგი მაინც სულ სხვაა, ვიდრე დაბალ ორგანიზმში და ცხოველში ად-ნთან იგი ვერბალურ (სოციალურ) დონეზე მიმდინარეობს და წარმოდგენას (ფს-კას) უკავშირდება.
განწყობის წარმოშობის პირობები განწყობის თეორიის მიხედვით განწყობის წარმოშობას და მიმდინარეობას ორი ძირითადი პირობა განსაზღვრავს: მოთხოვნილება და სიტუაცია.
ა) მოთხოვნილება ორგანიზმს თავისი არსებობის შენარჩუნება შეუძლია მხოლოდ გარემოსთან მჭიდრო ურთიერთობის პირობებში: არსებობისათვის აუცილებელი საასიმილაციო ნივთიერება, რ-ის დანაკლისს სუბ. მოთხოვნილების სახით განიცდის, გარეგანი ბუნების შემადგენელი ნაწილია. ეს ნივთიერება მან გარემოდან უნდა შეიძინოს, რომ მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს. მაგრამ გარემო (ბუნება) მრავალფერივანია და ორგანიზმმა რომ სწორედ იმ ნივთიერებას (საგანს) მიაგნოს, რ-იც მას აი ახლა ესაჭიროება, აუცილებელია წინასწარ მას სწორედ ამ ნივთიერების მოთხოვნილება გაუჩნდეს. იმისდა მიხედვით, თუ რა პირობებში ეძლევა სუბ-ს ეს საგანი მისი ქცევა სხვადასხვანაირი იქნება, მაგრამ ყოველთვის კონკრეტული ობიექტური სიტუაციის შესატყვისი. პრობლემა სწორედ აქ ისმის: რ-რ მყარდება სუბ-ის მოქმედების (ქცევის) შესატყვისობა გარეპირობებთან, რა განსაზღვრავს ქცევის ამ მიზანშეწონილობას, რ-რ ახერხებს ორგანიზმი სწორედ მიზანშეწონილ ქცევას მიმართოს:
გ-ის თ-ის მიხედვით ქცევა არ იწყება მოუმზადებლად, რ-რც კი მოთხოვნილება გაჩნდება, რომ (abrupte!). რომ უცბად განხორციელდეს საჭიროა მოთხოვნილება ჯერ თავის შესატყვის სიტუაციას შეხვდეს, რ-იც მას ობიექტური ვითარების სახით ეძლევა (იხ. მოთხოვნილება).
ბ) სიტუაცია - ყოველი მოთხოვნილება, სპეციფიკურ ად-ნურიც კი გულისხმობს, რომ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საგანიც არსებობს ობიექტურ გარემოს ნაწილის, ნივთიერების, სახით მშიერისთვის ასეთ გარემოს პური ან სხვა სანოვაგე წარმოადგენს, მწყურვალისთვის –წყალი, შეცივებულისთვის სითბო და ა. შ. დ. უზნაძის კონცეფციით, „სიტუაცია“ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის გარეგანი პირობების მარტო ფიზიკურ არსებობას კი არ გულისხმობს, არამედ ამ ფიზ. გარემოს შესატყვისობას არსებულ მოთხოვნილებასთან, მათი „თანაზიარ და შეძლებისდაგვარად შეთანხმებულ მოქმედებას“ (დ. უზნაძე). მოთხოვნილება გარკვეულ ინდივიდუალურ ფორმას შესატყვისი კონკრეტული გარეგანი პირობების ზეგავლენით იძენს.
აქტუალური მოთხოვნილების და მისი დაკმაყოფილების შესატყვისი გარეგანი პირობების „თანაზიარ“ მოქმედებით სუბ-ში წარმოიშობა მდგომარეობა „განწყობა“ მზაობის სახით. მასში პოტენციურადაა მოცემული მოთხოვნილებისათვის საჭირო ქცევის შინაარსი. განწყობაშია ნავარაუდევი აგრეთვე ქცევის მიზანშეწონილობაც. განწყობა სინამდვილის (შინაარსის) პირველადი ასახვის არაცნობიერი მდგომარეობაა.
გ-ს ამოსავალი დებულება, როგორც მთლიანი სუბიექტის ცნება – დ. უზნაძის კონცეფციით გარემოსთან პირდაპირ ურთიერთობაში მთლიანი სუბიექტი იმყოფება. გარეგანი სინამდვილე ზეგავლენას პირველ რიგში, ამ მთლიან სუბექტზე ახღენს და მასში პირდაპირ იწვევს სათანადო ცვლილებას. სუბ-ის ეს შუალობითი როლი დ. უზნაძემ ფს-გიის ზოგად ამოსავალ დებულებად მიიჩნია. (იხ. „უშუალობის პოსტულატი ანუ ჰიპოთეზა“). ამ შეხედულების თანახმად, გარემო პირდაპირ კი არ იწვევს ქცევას, არამედ იგი უშუალოდ სუბ-ზე მოქმედებს, „მას ცვლის სიტუაციის შესატყვისად. მასში იწვევს გარკვეულ ქცევის განწყობას, ქცევის აქტებს უშუალოდ ამ განწყობის მქონე სუბ. განსაზღვრავს: იმ აქტებს და პროცესებს მიმართავს, იმ ქცევას ასრულებს, რ-ის განწყობაც სიტუაციის ზეგავლენით აქვს სუბ-ს შემუშავებული“.
ქცევის განმსაზღვრელი მიზეზი სუბ-ის მოთხოვნილებითა შესატყვისი სიტუაციით შექმნილი განწყობაა. სუბ-ის მოთხოვნილების დაკმაყოფილება მხოლოდ ამ გზით შეიძლება.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |