| | |
ა) განწყობის ფიქსაცია - განწყობა, რ-რც სუბ-ის მდგომარეობა, რ-რც მისი ძალების მოცემულ სიტუაციასთან კონსოლიდაცია, ცდების გამეორების შედეგად ფიქსირდება, უფრო მტკიცე ხდება, უფრო ღრმად იდგამს სუბ-ში ფესვებს. ეს იმაში იჩენს თავს, რომ განწყობის ჩაქრობის შემდეგ თუ კვლავ ანალოგიურმა სიტუაციამ იმოქმედა სუბ-ზე, იგივე განწყობა უფრო ადვილად აიგზნება, უფრო მცირე გამეორებაა საჭირო, რომ იგი მყარი და დიფერენცირებული გახდეს, ვიდრე პირველად, იგი აქტიური ხდება მსგავს სიტუაციაშიც. საგანწყობო ცდა სწორედ განწყობის ფიქსირების როლს ასრულებს.
ბ) განწყობის ფაზური მიმდინარეობა – ექსპერიმენტულ პირობებში კონტრასტული ილუზია დომინანტობს. შეგრძნების ზოგ მოდალობაში მაგ., ჰაპტურში კრიტიკული ცდის დასაწყისში და შემდეგაც ერთხანს მხოლოდ კონტრასტული ილუზია წარმოიშობა. (პირველი ფაზა), შემდეგ გამოერევა ასიმილაციური ილუზია, რ-აც კვლავ კონტრასტული ილუზია ცვლის (მეორე ფაზა), მაგრამ თანდათან ასიმილაციური ერევა /მესამე ფაზა/. დასასრულ მყარდება სინამდვილის ადეკვატური აღქმა /ტოლობის აღქმა/. ასიმილაციური ილუზია სინამდვილის ადეკვატურ აღქმას კრიტიკული ცდის რამდენიმე გამეორების შედეგად აღწევს, მაგრამ საბოლოოდ განმტკიცებული შეიძლება ის ჯერ არ იყოს და კვლავ გაერიოს ასიმილაციური ილუზია (მეორე ფაზა). ერთხანს სინამდვილის ადეკვატური აღქმა და ასიმილაციური ილუზია ცვლის ურთიერთს, მაგრამ ჩქარა მტკიცდება სინამდვილის ადეკვატური აღქმა (იხ. განწყობის ილუზიის სახეები).
გ) განწყობის ირადიაცია და მისი ზოგად-პიროვნული ხასიათი –მოთხოვნილების დაკმაყოფილების სიტუაციის ზემოქმედება ორგანიზმზე შეგრძნების გარკვეული ორგანოს საშუალებით ხორციელდება და სათანადო განწყობა უპირველესად ამ ორგანოს გზით წარმოიშობა, მაგრამ მისი გავრცელების არე ამ ლოკალური ადგილით არ შემოიფარგლება, მისი მოქმედება სხვა ორგანოებზეც ვრცელდება და სუბიექტის მთლიან მდგომარეობად იქცევა. ამ მოვლენას განწყობის ირადიაცია ეწოდება. მაგ., თუ განწყობა ცალ ხელზე ან თვალზე გამომუშავდა იგი მეორე ხელზე და მეორე თვალზეც გავრცელდება. მეტიც, თუ განწყობა ერთი მოდალობის ორგანოზე გამომუშავდა, მაგ., ხელზე, იგი სხვა მოდალობის ორგანოზე გავრცელდება, მაგ., თვალზეც. ამრიგად, მტკიცდება, რომ განწყობა ლოკალური მდგომარეობა არ არის, იგი ორგანიზმის ზოგად–პიროვნული აქტივობაა.
დ) განწყობის ჩაქრობის პროცესი — ფიქსირებული განწყობა შეიძლება მოიხსნას, ჩაქრეს:
1. ბუნებრივად, დროის ფაქტორის ზეგავლენით, როცა შესატყვისი სიტუაცია დიდხანს არ მოქმედებს.
2. ექსპერ-ულ პირობებში: კრიტიკული ცდის მრავალჯერ გამეორების შედე გად.
ე) განწყობის სტაბილურობა – დროის ზეგავლენის მიმართ განწყობას გარკვეული სტაბილურობა ახასიათებს: სხვადასხვა გამღიზიანებლის ზემოქმედების მიუხედავად ერთხელ ფიქსირებული განწყობა არ იკარგება, იგი ხანგრძლივად ინარჩუნებს აქტივობის უნარს.
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |