A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განწყობის ილუზიის სახეები

განწყობის კრიტიკულ ცდაში ორი სახის ილუზია ჩნდება: კონტრასტული და ასიმილაციური :

ა) კონტრასტული ილუზია, რ-რც წესი, ჩნდება რაოდენობრივ მასალაზე საგანწყობო ცდების მომდევნო ცდაში, ე. ი. კრიტიკულ ცდებში. ეს ილუზია ტოლი სიდიდეების ისეთი მცდარი აღქმაა, როცა მიწოდებული ტოლი სიდიდეებიდან უფრო პატარად აღიქმება საგანი იმ მხარეზე, რომელზეც საგანწყობო ცდაში მუდამ უფრო დიდი ობიექტი თავსდებოდა და ცპ. თვითონ მას უფრო დიდად აღიქვამდა. ილუზიაა ეს აღქმა იმიტომ, რომ სინამდვილეში საგანი ამ მხარეზე უფრო პატარა კი არ არის, არამედ მარჯვნივ მოთავსებულის ტოლია. კონტრასტულია იმიტომ, რომ საგანწყობო ცდაში ფიქსირებული მდგომარეობის საწინააღმდეგოა — სადაც საგანწყობო ცდაში საგანი უფრო დიდად აღიქმებოდა იქ ახლა / კრიტიკულ ცდაში ტოლი საგანი უფრო პატარად აღიქმება.

ბ) ასიმილაციური ილუზია კრიტიკულ ცდაში მიწოდებული ტოლი სიდიდეებიდან უფრო დიდად აღიქმება საგანი იმ მხარეზე, რომელზედაც საგანწყობო ცდაში მუდამ დიდი საგანი თავსდებოდა, ე. ი. საგანწყობო ცდაში შექმნილი განწყობის შესატყვისად: ასიმილაციურად.

ასიმილაციური აღქმა, საერთოდ, სინამდვილის წვდომის ერთადერთი გზაა. სინამდვილის აღქმა ახალი ვითარების ასიმილაციაა ძველ ნაცნობ წარმოდგენასთან, მათ შორის სრული იდენტობის დამყარებაა.

კონტრასტული ილუზია დამახ. რაოდენობრივი მასალის აღქმისათვის განსაკუთრებით მაშინ, როცა განსხვავება საგანთა შორის დიდია. ასიმილაციური ილუზია დამახ. რომელობითი განწყობისთვის (მაგ., ლათინური შრიფტით კითხვის განწყობა).

როგორც კონტრასტული, ისე ასიმილაციური ილუზიური აღქმის შემთხვევაში სინამდვილის ადეკვატური წვდომა, დ. უზნაძის თეორიით, მიიღწევა „განწყობის შეცვლის ძირითადი კანონის“მიხედვით (იხ.).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9