A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განწყობის ინდივიდუალურ–დიფერენციული ხასიათი

ზოგადი თვისებების გვერდით (ფიქსაცია, ირადიაცია, ჩაქრობა, სტაბილურობა) განწყობას ინდივიდუალურ-დიფერენციული ხასიათი აქვს და ეს შესატყვისი ტიპოლოგიური ნიშნებით ვლინდება. ასეთი ნიშან-თვისებებია: გან- წყობის აგზნებადობა— ზოგი ად-ნისათვის ორიოდე საგანწყობო ცდაც საკმარისია განწყობის ფიქსაციისათვის, ზოგისთვის კი საგანწყობო ცდის მრავალი გამეორებაა საჭირო, რომ განწყობა დაფიქსირდეს; განწყობის დინამიკურობა და სტატიკურობა — დინამიკური ტიპისაა განწყობა, როცა სინამდვილის ადეკვატურ აღქმას აღწევს ყველა ფაზის გავლის შემდეგ. საწინ. სტატიკური ტიპის განწყობა - არის შემთხვევა, როცა სუბ. თავს ვერ აღწევს ერთხელ ფიქსირებულ განწყობას და შეიძლება კრი - ტიკული ცდა უსასრულოდ გაგრძელდეს. ასეთი განწყობა სტატიკურია. პლასტიკურობა და სიტლანქე — პლასტიკური ეწოდება განწყობას, როცა ის თანდათან სუსტდება, იცვლება, რომელიმე ფაზაზე შეჩერდება და შემდეგ სტატიკურობას გამოავლენს, ან გაივლის ყველა ფაზას და აღიკვეთება. ორსავე შემთხვევაში განწყობა პლასტიკურია. ტლანქია განწყობა, როცა რომელიმე ფაზაზე შეჩერებული პლასტიკური განწყობა ერთბაშად გადადის ადეკვატურ აღქმაზე. ან, როცა დინამიკური განწყობა, აგრეთვე, ერთბაშად ჩაქრება და მყარდება ადეკვატური აღქმის განწყობა. განწყობის ირადიაციაც დიფერენციული ხასიათისაა, მეტ-ნაკლები გავრცელებულობა ახასიათებს: ზოგ ად-ნში ერთ მოდალობაში შექძნილი განწყობა მთელ პიროვნებაზე ვრცელდება, ზოგში უფრო ვიწროდაა შემოფარგლული; კონსტანტურობა და ვარიაბილურობა - კონსტანტური ეწოდება განწყობას, რ-იც თავის ხასიათსარ იცვლის, მოქმედების ერთ სახეს ინარჩუნებს ბოლომდე. მაგ., დინამიკური განწყობა ყოველთვის მოქმედებს როგორც დინამიკური; ვარიაბილური განწყობის ტიპი ცვალებადია, ხან ერთ სახეს იღებს, ხან მეორეს. განწყობის სტაბილურობაც მეტ-ნაკლები სიმტკიცისაა. მაგ., როცა განწყობა უცვლელი სახით დიდხანს ძლებს ის კონსტანტურ-სტაბილურია, როცა შეცვლილად ძლებს დიდხანს, მაშინ ის ვარიაბილურ -სტაბილურია. განწყობის სიმტკიცე სხვადასხვა ხარისხისაა, მაგ., ზოგი ად-ნისათვის ორიოდე კრიტიკული ცდა საკმარისია, რომ განწყობა ჩაქრეს და სინამდვილის ადეკვატურ აღქმას დაეთმოს ადგილი, ზოგთან კი იმავე ეფექტის მიღწევას მრავალი კრიტიკული ცდის ზემოქმედება სჭირდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9