A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განწყობა როგორც არაცნობიერი ფსიქიკური

განწყობა, რ-რც მზაობა მოქმედებისათვის სუბ-ის გამოცდილებას უშუალოდ არ ეძლევა, არც მისი შექმნაა პირდაპირ დაკვირვებისათვის მისაწვდომი, არც მისი შემდგომი მიმდინარეობა. განწყობა ცნობიერების ფაქტი არ არის, ცნობიერ ფს-კაში თვითონ არ ცხადდება. აზროვნების, ემოციის და ნებელობის მსგავსად იგი განცდაში არ აისახება და თვითდაკვირვებას უშუალოდ არ ეძლევა. პირდაპირი დაკვირვება ხდება არა განწყობის განცდაზე, არამედ სუბ-ის მოქმედებაში რეალიზებულ შინაარსზე, რ-იც განწყობის საფუძველზე წარმოიშობა. განწყობის თეორიით, განწყობა არაცნობიერი ფსიქიკურია.

არაცნობიერების ცნება ფს-გიის საკმაოდ ძველი ცნებაა და დამცველიც მას ბევრი ჰყავს, მაგრამ დ. უზნაძის განწყობას, რ-რც არაცნობიერი ფს-კურის ცნებას საერთო მათთან არაფერი აქვს. იგი პრინციპულად უპირისპირდება მეცნიერების მიერ მიღებული არაცნობიერი ცნების შინაარსს.

დ. უზნაძეს დაშვებული აქვს ფს-კის განვითარების იდეა და მისი ორი საფეხური. განწყობა ფს-კის განვითარების პირველი საფეხურია. ცნობიერ მეორე საფეხურზე გადასვლა მას არ შეუძლია.

მიუხედავად ამისა, განწყობის თეორიაში, არაცნობიერი ანტაგონისტური კი არ არის ცნობიერებისა, არამედ მასთან თანხმობაშია და მის მუშაობას ხელს უწყობს განწყობა სიტუაციის ადეკვატური ამსახველია და ამდენად ქცევის მიზანშეწონილობას განაპირობებს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9