A E

ა. აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აწ ახ აჰ
აგე აგზ აგლ აგნ აგო აგრ

აგრაფია

Gk. a უარყ. ნაწ., graphō ვწერ

წერის უნარის პათოლოგიური დარღვევა, ინტელექტისა და ხელის წერითი მოძრაობების შენარჩუნების პირობებში: ავად. ისმენს სიტყვას, კითხულობს სწორად, ესმის მისი მნიშვ. მაგრამ ვერ წერს მას. იზოლირებული სახით იშვიათად გვხვდება. ჩვეულებრივ დაკავშირებულია აფაზიასთან (იხ. აფაზია ). გამომწვევი მიზეზია თავის ტვინის ქერქის სხვადასხვა არეების დაზიანება. თავს იჩენს წერის სწავლებისას ბავშვობის ასაკში. რაც უფრო ადრე ჩნდება ავად-ობა, მით უფრო მძიმეა მისი გავლენა ბავშვის ფსიქიკის საერთო განვითარებაზე. სამკურნალო პედ–ის ამოცანაა მისი ადრე გამოვლინება და შესაფერისი მკურნალობა. წერის დარღვევის კორექციას ნორმალური სმენის ბავშვებთან აწარმოებს ლოგოპედი.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9