A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განწყობის ფსიქოპათოლოგია

სხვადასხვა სულიერ დაავადებას ტიპოლოგიურად განსხვავებული განწყობა შეესატყვისება. შიზოფრენიით დაავადებულის განწყობა ტლანქია და სტატიკური და ფართოდ ირადირებული. მიუხედავად ამისა, იგი ადვილად აგზნებადია და იმავე დროს უაღრესად კონსტანტური და სტაბილური. ეპილეფსიით დაავადებულის განწყობა „აგზნებადია, ტლანქია და სტატიკური. განწყობის ირადიაცია უაღრესად შემოფარგლულია, არათუ ერთი სენსორული არედან მეორეზე ვერ გადადის, იგი თვით ამ სენსორულ არესაც ვერ ფარავს. ლოკალურია, მაგრამ ისევე მტკიცედ კონსტანტური და სტაბილურია, რ-რც შიზოფრენიის ირადირებული განწყობა“ (დ. უზნაძე). ისტერიით დაავადებულის განწყობა ვარიაბილურ-ლაბილურია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9