შესატყვისი ასიმილაციური განწყობის გარეშე სინამდვილის ადეკვატური აღქმა არ შეიძლება. თუ განწყობა ახალი სინამდვილის მიმართ შეუფერებელია და ვერ ახერხებს მის ადეკვატურ აღქმას, მაშინ ეს განწყობა უნდა დაირღვეს რ-რც მიზანშეუწონელი და მის ნაცვლად წარმოიშვას ამ ახალი სინამდვილის შესატყვისი განწყობა, რ-იც შეძლებს მის ასიმილაციას. სწორედ განწყობათა ასეთი შეცვლა ხდება კონტრასტული აღქმისა და საერთოდ შეუსატყვისი ილუზიის პირობებში. შეუსატყვისი ილუზიის წარმომშო- ბი განწყობა ირღვევა და მის ნაცვლად წარმოიშობა ასიმილაციური განწყობა, რ-აც შეუძლია თანდათანობით ადეკვატურად აღიქვას ახალი სინამდვილე. განწყობათა ასეთ შეცვლას დ. უზნაძემ „განწყობის შეცვლის ძირითადი კანონი უწოდა“.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.