A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

განწყობა, წარდგენის საფუძველზე

აქტუალურად ზემოქმედი სიტუაციის პირობებში მოქმედებას საგნის უშუალო ზეგავლენით გამოწვეული განწყობა განსაზღვრავს ვერბალურ-სიტყვიერ პლანში, სადაც ად-ნს, აგრეთვე, უხდება მოქმედება, განწყობას წარმოსახვით იდეური სიტუაცია აჩენს. სათანადო ექსპ.: ცპ-ს ეუბნებიან წარმოიდგინოს მარცხენა ხელში დიდი ბურთი, მარჯვენაში — პატარა და შეადაროს ისინი ერთმანეთს სიდიდის მხრივ. ამ წესით ეს ცდა მეორდება 15-ჯერ (საგანწყობო ცდა). ამის შემდეგ იწყება კრიტკული ცდა: ცპ ს ხელში აძლევენ წარმოდგენილი სიდიდის ორ ტოლ ბურთს და სთხოვენ შეადაროს ისინი ერთმანეთს სიდიდის მხრივ. ვარაუდობენ, რომ თუ წინასწარ წარმოდგენის შედეგად საგანწყობო ცდაში ცპ-ს განწყობა შეექმნა, იგი კრიტიკულ ცდაში ილუზიის სახით გამოვლინდება. ასეთი წესით ჩატარებულ ცდაში ილუზია გამოვლინდა. დადასტურდა, რომ განწყობა იქმნება არა მარტო საგნის უშუალო ზემოქმედების შედეგად, არამედ წარმოსახვის საფუძველზეც.

ნათელი გახდა, რომ „სიტყვა“ — განწყობის გამომწვევი სტიმულის როლს ასრულებს. განსხვავება ად-ნთა შორის აქაც დიდია: ზოგს მტკიცე და სტაბილური განწყობა უჩნდება, ზოგს მკრთალი, სუსტად ფიქსირებული, ზოგი კი სულ ვერ ახერხებს წარმოდგენის საფუძველზე განწყობის შემუშავებას, მაგრამ ასეთი შემთხვევა იშვიათია.

1. განწყობის მოქმედების ორი დონე (ობიექტივაციის პრობლემა). მოთხოვნილებისა და შესატყვისი სიტუაციის ერთიანი მოქმედება ქცევას ერთნაირად განსაზღვრავს, რ-რც ცხოველთან ისე ად-ნთან. მაგრამ მათ შორის არსებითი განსხვავებაც არსებობს: ა) ცხოველს წმინდა ვიტალურ–ბიოლოგიური მოთხოვნილება აქვს, ად-ნს კი მათ გარდა კიდევ კულტურული მოთხოვნილებაც, რ-რც სოციალურ-ისტორული განვითარების პროდუქტი. ბ) ად-ნის მოქმედების გარემო-სიტუაცია სოციალურია და ამდენად ის გაცნობიერებული სიტუაციაა. ვერბალურ აზროვნებას და ადა-ნთა შორის ურთიერთობის მოთხოვნილებას ად-ნის მოქმედება ობიექტურ-იდეურ სფეროში გადააქვს. ამის შესატყვისად განწყობა ად-ნთან წარმოიქმნება აგრეთვე წარმოდგენის დონეზეც; წარმოდგენის მაღალ-ფს-კურ საფუძველზე. ეს უკანასკნელი შესაძლებლობა ცხოველს გადაკეტილი აქვს. ცხოველის სიტუაცია არსებითად მხოლოდ ფიზ. სიტუაციაა. გ) ად-ნს, რ-რც სოც. არსებას გაცნობიერებული აქვს საკუთარი მოთხოვნილება, იგი მოქმედებს აუცილებლობის ცნობიერების იძულებით, რ-იც სხვადასხვა მოთხოვნილების ურთიერთთან შეპირისპირების საფუძველზე წარმოიშობა წარმოსახვის მაღალ ფს-კურ დონეზე. ასეთი მოქმედება სპეციფიკურ ად-ნურია, იგი მიუღწეველია ცხოველისათვის. 2.იმპულსური მოქმედების პირველი დონე და ობიექტივაციის მეორე დონე ად-ნის ცხოვრება ორ დონეზე მიმდინარე პროცესია. ერთია იმპულსური მოქმედების პირველი დონე. იგი საერთოა ად-ნისა და ცხოველისათვის. მეორე – სპეციფიკურ ად-ნური მოქმედების–ობიექტივაციის დონე.

ა) პირველ დონეზე მიმდინარე იმპულსური ქცევა წარმოიშობა რაიმე აქტუალური მოთხოვნილებისა (ვიტალურ-ბიოლოგიურის) და მისი დაკმაყოფილების კონკრეტული პირობებით შექმნილი განწყობის საფუძველზე. ვიტალურ-იმპულსური ქცევის შემთხვევაში სუბ. ქცევის პროცესშია უშუალოდ ჩართული ქცევის ყოველი წინა აქტი თვითონაა ყოველი შემდეგი აქტის გამომწვევი მიზეზი, მოქმედება არსად წყდება, მას არაფერი ეღობება წინ, თავისი მიმდინარეობისათვის ყურადღების ფიქსაციას არ საჭიროებს, მოქმედება მიმდინარეობს ნებისყოფისა და აზროვნების ჩარევის გარეშე. იმპულსური მოქმედების პროცესში გარეგანი სამყაროდან მხოლოდ ის შინაარსი შემოდის, რ-იც მის შესატყვის განწყობაშია წინასწარ ნავარაუდევი. ამიტომ მოქმედებას პირველ იმპულსურ დონეზე, აგრეთვე „განწყობის“ დონესაც უწოდებენ.

ბ) ობიექტივაციის დონე - ად-ნი არ არის ცხოველივით წმინდა იპპულსური არსებაა თვით იმპულსური ქცევის მიმდინარეობაში ად-ნს შეიძლება სიძნელეები გადაეღობოს. ასეთ შემთხვევაში ად-ნი აჩერებს დაწყებულ იმპულსურ მოქმედებას და სვამს კითხვას: რამ წარმოშვა ეს სიძნელე? ამ საკითხს იგი საგანგებო განხილვის ობიექტად აქცევს და ცალკე შესასწავლად გამოყოფს, იწყება მისი შემეცნება. ად-ნი ერთ წუთში შემმეცნებელ სუბ-ად გადაიქცევა. აი ამ ფაქტს, მოქმედებიდან რომელიმე ერთი საკითხის გამოყოფას და შემეცნების ობიექტად მის დასახვას განწყობის ფს-გია ობიექტივაციას უწოდებს. ად-ნის გარემოსთან დამოკიდებულების სპეციფიკას სწორედ ობიექტივაცია შეადგენს.

ობიექტივაციის დონეზე მოქმედებით სუბ. თავს აღწევს იმპულსური მოთხოვნილების სიმწვავეს, თავიდან იცილებს საგანთა უშუალო ზეგავლენას და მოქმედებას იწყებს წარმოსახულ, იდეურ ბაზაზე შექმნილ განწყობის საფუძველზე. ლოგიკურ-ვერბალური მოქმედების ყველა მაღალი აქტი ობიექტივაციის დონეზე მიმდინარე აქტია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9