A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

გარდასვლის განცდა

G. Übergangserlebniss

სიდიდით განსხვავებული ორი წრის შედარებისას პირველი დიდი წრის შემდეგ გვეჩვენება, რომ მეორე პატარა წრე თითქოს იკუმშება და თანდათანობით უახლოვდება თავის რეალურ სიდიდეს და, პირიქით,პირველად პატარა წრის დანახვის შემდეგ გვეჩვენება, რომ მომდევნო დიდი წრე თანდათან ფართოვდება და შემდეგ კვლავ თანდათანობით უბრუნდება თავის სიდიდეს. წრის თანდათანობითი შეკუმშვისა და გაფართოების ეს პროცესები იწოდება „გარდასვლის განცდად“. იგი პირველად სიმძიმეების შედარების ცდებში, აღწერეს გ. მიულერმა და ფ. შუმანმა.

ზოგი ფს-გის შეხედულებით, საგანთა შორის მიმართების წვდომა შეიძლება ხდებოდეს გ. გ-ის, საფუძველზე ინტელექტისა და ნებელობის მონაწილეობის გარეშე. კ. ბიულერმა და ი. ლინდვორსკიმ ამ ცნებით ახსნეს ვ. კელერის ცდების შედეგები ანთროპოიდებზე, მათი აზრით, მაიმუნის ქცევის ახსნა ვ. კელერის ცდებში არ საჭიროებს გონიერების ცნებას. ის შეიძლება აიხსნას გ. გ-ით, რ-იც ცხოველს მისაღწევი მიზნისა და ამისათვის საჭირო გამოსაყენებელი საგნის აღქმის პროცესში უჩნდება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9