A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

გარემო

ფართო მნიშვ. გულისხმობს მთელ ფიზ. სამყაროს რ-შიც ცოცხალი ორგანიზმი არსებობს. კერძოდ ად-ნისათვის გ. ფართო მნიშვ. შეიცავს აგრეთვე სოც. პირობებსაც. ვიწრო მნიშვ. ცნება გ. შეიცავს ორგანიზმის არსებობისათვის მხოლოდ იმ საჭირო საგნებს, რ-ებიც ორგანიზმის მოთხოვნილებას აკმაყოფილებენ და არა ყველა გამღიზიანებლებს, რ-იც ფიზ. გარემოშია მოცემული. ამ მნიშვ გ. ად-ნის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სიტუაციას წარმოადგენს. მაგ., მშიერი ორგანიზმისათვის გარემო-სიტუაცია სულ სხვაა, ვიდრე იმ ორგანიზმისათვის რ-აც სწყურია, და სულ სხვაა, იმ ორგანიზმისათვის რ-აც არც ერთი ეს მოთხოვნილება ამჟამად არა აქვს. ამგვარად, ყოველ მოთხოვნილებას თავის დაკმაყოფილების სპეციფიკური გარემო-სიტუაცია შეესატყვისება.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9