A E

გა გე გნ გო გრ გუ
გაგ გად გაკ გამ გან გარ გაღ გაც გაწ

გაღიზიანება

ორგანიზმის გარეთ ან მის შიგნით მიმდინარე ფიზ. ან ქიმიური პროცესი, რ-ლიც გამოწვეულია რეცეპტორებზე, ანუ გრძნობის ორგანოებზე რაიმე მოვლენის ზემოქმედების შედეგად. მაგ., ჰაერის ტალღისებური რხევა გავლენას ახდენს სმენის ორგანოზე, იწვევს რა მასში გარკვეული ბგერის შეგრძნებას. სინათლე, რ-იც თვალზე მოქმედებს, იწვევს სინათლის ანუ ფერის შეგრძნებას. საერთოდ ყოველი აგენტის (გამღიზიანებლის) ზემოქმედება, რ-იც კი რაიმე ორგანოზე გავლენას ახდენს, გარკვეულ შეგრძნებას იწვევს. ასეთი გ. არის ორგანიზის საპასუხო მოქმედების, ანუ რეაქციის პირველადი საწყისი მომენტი. მაგრამ არსებობს ისეთი გამღიზიანებელიც, რ-ლიც ორგანიზმზე თუმცა ზემოქმედებს, ცოცხალ ორგანიზმში ცვლილებას იწვევს, მაგრამ შეგრძნებას არ ბადებს; ასეთია მაგ., რენტგენის სხივები.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9