ფართო მნიშვ. ორგანაზმის შეგუება, შეჩვევა გარემო პირობებთან. ემსახურება არსებობის შენარჩუნებას. ვიწრო მნიშვნელობით რეცეპტორთა მგრძნობელობის შეცვლა გარეგამღიზიანებლის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად; გამღიზიანებელი აღარ იგრძნობა პირვანდელი სიძლიერით. მისი ინტენსიურობა განცდაში კლებულობს და საშუალო დონეს უახლოვდება. მაგ., სინათლიდან სიბნელეში გადასვლისას პირველად საგნებს ვერ ვარჩევთ, შემდეგ სიბნელის ხარისხი (ინტენსიურობა) თითქოს კლებულობს და საგნების გარჩევას ვახერხებთ – მოხდა თვალს ა., ე. ი. შეგუება სიბნელესთან. არსებობს სინათლის ა: სიბნელიდან ნათელ გარემოში გადასვლისას სინათლე პირველად „თვალს გვჭრის', ძლიერია, შემდეგ იგი სუსტდება, საშუალო დონეს უახლოვდება და ნორმალური ხდება, ასეთივე ბუნებისაა ა. მგრძნობელობის სხვა მოდალობაშიც-ყნოსვის, გემოს, ტემპერატურის, შეხებისა და სხვა. ა. უფრო ძლიერია შეხების მოდალობაში, ვიდრე სმენის მოდალობაში, სმენის მოდალობაში ყურადღების ჩარევა იწვევს ა-ს აღკვეთას. მაგ., შეგუების შედეგად საათის წიკ–წიკი არ გვესმის, მაგრამ თუ საგანგებოდ მივმართავთ მისკენ ყურადღებას, მას მყისვე გავიგონებთ. ა. შეიმჩნევა სოციალურ ცხოვრებაში: ადამიანი ეგუება ცხოვრების ისეთ ახალ პირობებს, რომლებიც მას თავიდან მიუღებლად ეჩვენებოდა (მაგ., მოდა). ერთი სიტყვით ა. ·ყველა პირობებში და ყოველთვის თავდაპირველად გაღიზიანებით გამოწვეული განცდის ინტენსიურობის შემცირება და საშუალო დონესთან მიახლოებაა.