მთლიანობა, რ-იც კი არ დაიყვანება თავის შემადგენელი ნაწილების უბრალო ჯამზე, არამედ იგი ამ ჯამზე მეტია. გ. განსაკუთრებულ მიმართებაში იმყოფება თავის ნაწილებთან. გ. შინაგანად დანაწევრებული მთლიანობაა. ხ. ერენფელსმა მას პირველად გეშტალტკვალიტეტი უწოდა (ავ სტრიული სკოლა, 1990).ასეთია მაგ., მელოდია: ის, რ-რც მთლიანობა მეტია მისი შემადგენელი ტონების ჯამზე, საგნის აღქმა მეტია მასში შემავალი ფორმისა და ფერის შეგრძნებებზე. ელემენტებთან (შეგრძნებებთან) შედარებით გ. პირველადი განცდაა და არა ელემენტებისაგან ნაწარმოები. ელემენტების შესახებ მხოლოდ მთლიანი განცდის შემდეგ შეიძლება ლაპარაკი. მთელის გარეშე ელემენტი არ არსებობს. ელემენტი მეორეული ნაწარმოებია. და გ-ის კანონითაა განსაზღვრული გ. არ არის აბსოლუტურ გაღიზიანებაზე დამოკიდებული: შეიძლება ელემენტი შეიცვალოს, მაგრამ გ. არ დაირღვეს. მაგ., მელოდია იმავე მელოდიად რჩება სხვა ტონებში მისი გადატანის შემთხვევაშიც. გადატანის (ტრანპოზიციის) თვისება და ელემენტების ჯამზე ზედმეტი დანართი გ-ის ძირითადი ნიშნებია. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ელემენტების ჯამზე ამ ზედმეტი დანართის წარმოშობის საკითხი: ა. მაინონგის, ვ. ბენუსის, ს. ვიტაზეკის (ავსტრიული სკოლა) შეხედულებით ეს ზედმეტი დანართი „ზეგრძნობადი პროდუქციიდან“, Ausersinnlichen. Produktionsvorgang) გამოიყვანება და სენსორულ შინაარსს დაერთვის. ვ. კელერის, კ. კოფკას იგი თვით სენსორული შინაარსიდან, მისი ბუნებიდან გამოჰყავდათ. გ-ის წარმოშობას გარკვეული ფაქტორები გან- საზღვრავს. ცნება გ-ის საფუძველზე რამდენიმე ფს-გიური მიმართულება წარმოიშვა.