A E

გა გე გნ გო გრ გუ
გემ გენ გეო გეშ

გეშტალტის პრეგნანტობის კანონი

ყოველი გეშტალტი, რ-რც ნაწილთა მთლიანობა, თავისი დასრულებისაკენ ისწრაფვის. შეიძლება გეშტალტს რ-მე ნაწილი აკლდეს, მაგრამ ამ ნაწილს თვითონ გეშტალტი ავსებს. მაგ., თავმოკვეთილი სამკუთხედი, თუმცა სამკუთხედი არ არის, მაგრამ, აღქმაში იგი ისწრაფვის დასრულებისაკენ და განიცდება, რ-რც სამკუთხედი. აი სწორედ ეს „სწრაფვა დასრულებისაკენ“, სისრულისკენ იწოდება გეშტალტის „პრეგნანტობად“. ან კიდევ, როდესაც ჩვენ ტექსტს ვკითხულობთ და სიტყვებში გამოტოვებულ ასოებს ვერ ვამჩნევთ და სიტყვას მაინც სწორად აღვიქვამთ, ესეც იმავე გეშტალტის დასრულებისაკენ სწრაფვის შედეგია. გ. პ. კ. გეშტალტიზაციის ძირითადი კანონია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9