A E

გა გე გნ გო გრ გუ
გემ გენ გეო გეშ

გეშტალტფსიქოლოგია

მიმდინარეობა ფს-გიაში, დამაარსებლები არიან მ. ვერტჰაიმერი, ვ. კელერი, კ. კოფკა, გ-ის განვითარება დაიწყო ვერტჰაიმერის გამოკვლევით სტრობოსკოპული მხედველობის შესახებ (1911), შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობდნენ ე. წ. ბერლინის სკოლის წარმომადგენლები (იხ. ბერლინის სკოლა). გ. უპირ. ე. წ. „ელემენტების ფს-გიას“. ამ უკანასკნელის თანახმად ად-ნის ფს-კური ცხოვრება შეგრძნებებისაგან აიგება, გ-ის თანახმად კი ფს-კური ცხოვრება გეშტალტურ მთლიანობათა საფუძველზე მიმდინარეობს. გ-ის მიმართულების კვლევის მთავარ საგანს წარმოადგენს ფს-კური პროცესები, რ-რც შინაგანად დანაწევრებული მთლიანობები–გეშტალტები.

გ-ამ პირველმა მიუთითა, რომ ფს-კურ ელემენტებს ანუ ცალკეულ შეგრძნებებს დამოუკიდებელი არსებობა არ გააჩნიათ, რომ ელემენტი მთლიანზე დამოკიდებული განცდაა და მთლიანის კანონით არის განსაზღვრული.

გ-ამ, რ-იც თავდაპირველად მხოლოდ აღქმის კვლევით განისაზღვრებოდა, შემდეგ გეშტალტის კვლევა აზროვნების პროცესებზე გაავრცელა. ამ მიმართულების თანახმად, წინადადებაში გამოთქმული აზრი მასში შემავალი ცალკეული სიტყვების მნიშვნელობათა უბრალო ჯამი კი არ არის, არამედ ახალი აზრის წარმოქმნაა, გაგეშტალტება ანუ გადასტრუქტურებაა მოცემული ელემენტებისა.

გეშტალტთეორიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ვ. კელერის ცდებმა შიმპანზე-მაიმუნებზე. მან დაადგინა, რომ შიმპანზეს მოქმედება მიზანს აღწევს, თუ ეს მიზანი და მისი მიღწევის საშუალება ერთ გეშტალტურ ველში, ერთ მთლიან სიტუაციაში აღიქმება, მაგ., მშიერი მაიმუნი მაღლა დაკიდებული ბანანის მოპოვებას ახერხებს თუ იარაღი-ჯოხი, ან ყუთი (რ-ზეც დადგომა შეიძლება) და ბანანი მაიმუნს ერთ ველში ეძლევა, მაშინ იგი ამოცანას „ჩაწვდომის“ (Einsicht) გზით ერთბაშად წყვეტს. ჩაწვდომის ფუნქციის დადგენა და ველის დინამიკური განსაზღვრა იყო ვ. კელერის ცდების მთავარი შედეგი. ჩაწვდომა მან დაუპირ. „ცდისა და შეცდომის“ გაგებას ფს-გიაში. გეშტალტის ცნებამ შეცვალა ფს-გიაში სინამდვილის გაგება ელემენტების კანონზომიერებიდან.

ვ. კელერი ფიქრობდა, რომ გეშტალტიზაციის პრინციპი შეიძლება გავრცელდეს ფიზ. მოვლენებზეც, რომ მათი ფორმალური თავისებურებანი, რელაციები და სტრუქტურული მხარე ფს-კურის მსგავსია.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9