![]() |
![]() | |
გეშტალტ-კვალიტეტების წარმოქმნას, ანუ აღქმის შინაარსების გაგეშტალტებას გარკვეული ფაქტორები განსაზღვრავს, მათ შორის ძირსთადია:
1) სიახლოვის, მანძილის ანუ მეზობლობის ფაქტორი – აღქმაში გარკვეულ ფიგურას, ფორმას ანუ გეშტალტურ მთლიანობას ქმნის ის ნაწილები, რ-იც ურთიერთთან ახლოს მდებარეობენ ანუ მეზობლები არიან.
ამ რვა ზაზიდან ოთხ გარკვეულ ფიგურას ქმნიან ის წყვილი ხაზები, რ-იც ურთიერთთან ახლოს მდებარეობენ.
2) მსგავსებს ფაქტორი-აღქმაში ერთ გეშტალტს ქმნიან ის ნაწილები ანუ ელემენტები, რ-იც ურთიერთის მსგავსნი არიან. ამ თხუთმეტი ელემენტიდან გეშტალტს ქმნის მსგავსი ნაწილები წრეები ერთ გეშტალტს, წერტილები–მეორეს.
3) შინაგანი მიკუთვნილობის ანუ კარგი გეშტალტის ფაქტორი –აღქმაში გარკვეულ გეშტალტს ქმნიან ის ნაწილები, რ-იც შინაგანად ერთმანეთს მიეკუთვნება; მაგ., მოცემული ხაზებიდან ერთიანდებიან არა ახლოს მდებარე ხაზები, არამედ შორს მდებარენი იმიტომ, რომ ისინი თავისი ბოლოებით ურთიერთს მიეკუთვნებიან.
4) დახშულობის ფაქტორი —აღქმაში ერთ გეშტალტში ერთიანდება ის ნაწილები, რ-ბიც დახშულ ფორმას ქმნიან, მაგ., მოცემულ ნახაზებში გეშტალტად ერთდებიან ის შორეული წყვილი ხაზები, რომლებიც დახშულ ფიგურას ქმნიან.
5) მდებარეობის ფაქტორი - აღქმაში ნაწილების გაგეშტალტება დამოკიდებულია ამ ნაწილთა ურთიერთის მიმართ მდებარეობაზე. მოცემულია ორ-ორი თანაბარი სიგრძის ექვსკუთხედი.
ექვსკუთხედებს მინიმალური შეხების არე აქვთ, ნახაზ ბ-ზე კი ისინი ისე არიან მოპირდაპირე წვერებით ურთიერთში შე`რილნი, რომ მათი ზედა და ქვედა გვერდები ურთიერთის გაგრძელებას წარმოადგენენ და ხდება შემდეგი: პირველ შემთხვევაში (ა) ორივე ექვსკუთხედს ნათლად ვხედავთ; მეორე შემთხვევაში (ბ) კი ორის ნაცვლად მხოლოდ ერთ გრძელ ექვსკუთხედს ვამჩნევთ. მაშასადამე, მდებარეობის ფაქტორს გეშტალტის შექმნაც შეუძლია და დაშლაც.
6) გამოცდილების ფაქტორი გეშტალტის წარმოქმნაში მნიშვნელობა აქვს ად-ნის გამოცდილებას ანუ ჩვეულებას, მაგ., მოცემული ფიგურა ლათინისტისთვის იქნება ასო V „ვ“, ელინისტისთვის კი ორი ბერძნული ასო-სიგმა და გამა.
7) დისპოზიციის ანუ განწყობის ფაქტორი აღქმაში მოცემული ნაწილების გაგეშტალტებისათვის მნიშვნელობა აქვს სუბ-ში წინასწარ შექმნილ განწყობას, ნაწილები გეშტალტდებიან იმის მიხედვით თუ რისი მოლოდინი აქვს სუბ-ს. აღქმის შინაარსების გაგეშტალტების ფაქტორები, რ-თაც აგრეთვე კანონს უწოდებენ, აქ მოცემული მაგალითებით არ ამოიწურება. ისინი მხოლოდ ძირითადია. მაგ., ჰ. ჰელსონს 1926) მოყვანილი აქვს გეშტალტის ll4 ფაქტორი.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |