A E

გა გე გნ გო გრ გუ
გონ

გონებრივი ასაკი

G. Intelligenzalter

აღნიშნავს ბ-ვის გონებრივი (ინტელექტუალური) განვითარების დონეს. მიგვითითებს იმაზე, თუ რა დონეზე დგას ბ-ვის ინტელექტუალური განვითარება თავის ბიოლოგიურ-ქრონოლოგიურ ასაკთან შედარებით (იხ. ასაკი) – დაწინაურებულია, ჩამორჩება, თუ შეეფარდება თავის ასაკს. მაგ., ბიოლოგიურად 7 წლის ბ-ვი შეიძლება 8 წლის ასაკის ბ-ვის გონებრივ განვითარების დონეზე იდგეს, მაშინ მისი გონებრივი ასაკი იქნება 8 წელს და იგი დაწინაურებულ (მაღალი გონიერები ) ბ-ვად ჩაითვლება. მაგრამ თუ კი ეს 7 წლის ასაკის ბ-ვი თავისი გონებრივი განვითარებით 6 წლის ბ-ვის გონებრივ განვითარების დონეზე დგას, მაშინ მისი გონებრივი ასაკი 6 წელი იქნება და ის ჩამორჩენილ ბ-ვად ჩაითვლება. თუ ბიოლოგიური ასაკი და გონებრივი ასაკი ერთნაირია, მაშინ ბ-ვის გონებრივი განვითარება ნორმად ჩაითვლება.

არსებობს გ. ა-ის შემოწმების (გაზომვის) სტანდარტიზებული ტესტების სერია, რ-რც ინდივიდუალური ისე კოლექტიური. შემუშავებულია აგრეთვე გ. ა-კის მაჩვენებელი ფორმულა–გონებრივი კოეფიციენტი (10).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9