A E

გა გე გნ გო გრ გუ
გონ

გონებრივი კოეფიციენტი

G. Intelligenzquolient = 10

შემოიღეს ა. ბინემ და ვ. შტერნმა გამოხატავს ბ- ვის გონებრივი განვითარების დონეს რიცხობრივი მაჩვენებლით. გ. კ-ს გამოსაკვლევად სათანადო ტესტებით წინასწარ ვადგენთ გონებრივ ასაკს, მერე ვუფარდებთ მას ბიოლოგიურ (ქრონოლოგიურ) ასაკს. ვთქვათ, 8 წლის ბიოლოგიური ასაკის ბ-ვის გონებრივი ასაკი არის 8,6 წელი, მაშინ მისი გ. კ. იქნება 8,6: 8,0=1,075=1,1. მრავალი გამოკვლევით დადგენილია გონებრივი განვითარების ზონების შესატყვისი გ. კ., მაგ, ნორმალური ბ-ის გ. კ. უდრის 1,0; . დაწინაურებულის 1,25; დებილის 0,75; მათ შორის მოცემული კოეფიციენტები გამოხატავენ სხვადასხვა ხარისხის გონებრივი განვითარების დონეს.

გ. კ., რ-რც გონებრივი განვითარების მაჩვენებელი, ორგვარი მნიშვ: ერთი მიგვითითებს, თუ რ-რი შესაძლებლობების ბ-ვთან გვაქვს საქმე ამჟამად, მეორე – პროგნოზის მნიშვ. რ-იც ცდილობს განჭვრიტოს ბ-ვის ნიჭის მონაცემები იმ თვალსაზრისით, თუ რას უნდა მოველოდეთ მომავალში მისგან.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9