A E

გა გე გნ გო გრ გუ
გონ

გონებრივი განვითარების შემოწმება

შეიძლება სტანდარტიზებული ტესტების სერიით, მაგ., ბინე-სიმონის ტესტების მეთოდით (იხ. ბინე-სიმონის სკალა) შემდეგნაირად: ბინე-სიმონის ინდივიდუალური შემოწმების ტესტები ალტერნატიული გადაწყვეტის ტესტებია, ცპ. ან წყვეტს ამოცანას, ან - ვერა. ერთი ასაკისათვის ხუთი ტესტია განკუთვნილი, ე. ი. ასაკის ერთი წელი 5 ტესტის დადებითი გადაწყვეტით იზომება. მაშასადამე, ერთი ტესტი უდრის 1:5 =0,2 გონებრივ ასაკს. მაგ., ვამოწმებთ 8 წლის ბ-ვის გონებრივ ასაკს. ვვარაუდობთ, რომ ის თავის ასაკის ყველა ტესტს გადაწყვეტს და ვაწვდით 8 წლის ბ-ვის შესაფერის ტესტებს. ვთქვათ, მათგან მან 4 ტესტი გადაწყვიტა, მაშინ ვიხევთ უკან და ვაწვდით 7 წლის ასაკის ტესტებს; თუ აქ მან ხუთივე გადაწყვიტა მაშინ ავდივართ ზევით, ვაწვდით 9 წლისტესტებს. ვთქვათ, გადაწყვიტა 2 ტესტი, ვაწვდით 10 წლის ტესტებს. გადაწყვიტა 2, მაგრამ 11 წლის ტესტებიდან არც ერთი. ვაჯამებთ დადებითად გადაწყვეტილ ტესტთა რაოდენობას 4 + 2 + 2 = 8. თუ ერთი ტესტი 0,2 უდრის, 8 ტესტი ედრება 0,2x8=1,6 გონებრივ ასაკს ამოსავალ ასაკად ვიღებთ 7 წელს (სადაც ბ-ვმა ყველა ტესტი გადაჭრა), ვუმატებთ მას 1,6-ს და მიღებული 8,6 იქნება, შემოწმებული 8 წლის ბ-ის გონებრივი ასაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს 8 წლის ბ-ვი თავისი გონებრივი განვითარების დონით უდრის 8,6 წლის ბ-ვის გონებრივ განვითარებას. არსებობს გონებრივი განვითარების შემოწმების სხვა მეთოდებიც, მაგ., ვ. შტერნის, ვ. მიოდესას, ე. პიორკოვსკის და სხვა. საბჭოთა ფს-გიის აზრით ბ-ვის გონებრივი განვითარების შესახებ უფრო სწორ და სანდო მასალას იძლევა ბ-ვზე სისტემატური პედ. დაკვირვება ფსიქო–ნევროლოგიურ შემოწმებასთან ერთად, ვიდრე სტანდარტული ტესტებით შემოწმება; ამიტომ იგი ზემოაღწერილი სტანდარტული ტესტების წინაშე უპირატესობას ბ-ვზე სისტემატიური პედ. დაკვირვებას ანიჭებს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9