Intelligena ტერმინი შემოღებულია გონებრივი განვითარების დონის გაზომვის მიზნით ვ. შტერნის მიერ. ნიშნავს „ზოგად (გონიერებითი) გონით შეგუებას ცხოვრების ახალ ამოცანებთან და პირობებთან" (შტერნი). განასხვავებენ გ- ის ორ სახეს: თეორიულ გ-ას და პრაქტიკულ გ-ას თეორიული გ. გულისხმობს ლოგიკურ-ვერბალურ (ცნებით) აზროვნებას. აზროვნების ეს სახე, ჩვეულებრივ, გამოიყენება პრობლემური სიტუაციის გადაჭრის მიზნით თეორიულ სფეროში (გნოსტიკური აზროვნება). პრაქტიკული გ. გულისხმობს აზროვნების პროცესების გამოყენებას ცხოვრების პრაქტიკული სფეროში, პრაქტიკული ამოცანის გადაჭრის მიზნით. ფს-გიაში მიღებულია გ-ის ექსპერ-ული გაზომვა, მისი დონის (გონებრივი ასაკის) დადგენის მიზნით სასკოლო ასაკის ბ- თან.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.