| | |
ფს-კურ მოვლენათა (განცდათა) ერთ-ერთი ჯგუფი. თუ ყოველი შემეცნებითი ფს-კური პროცესისათვის (შეგრძნება, აღქმა, წარმოდგენა, აზროვნება და სხვა) დამახ. ობიექტური ვითარების განცდა, ხოლო ნებელობისათვის საკუთარი „მე“-ს აქტივობის განცდა, გ.-ისათვის პირიქით, დამახ. ის არის, რომ მასში სუბ, განიცდის საკუთარ მდგომარეობას, დამოკიდებულებას ანუ პოზიციას ობიექტური ვითარების მიმართ: მაგ., საგანი რ-აც აღვიქვამ, შეიძლება ჩემთვის იყოს სასიამივნო ან უსიამოვნო, შეიძლება მახარებდეს ან სევდას მგვრიდეს, მიყვარდეს ან მძულდეს და ა. შ. და აი სწორედ გარეგანი ობიექტის მიმართ სუბ-ის ასეთი საკუთარი მთლიან-პიროვნული, სხვაზე დაუყვანადი სპეციფიკურ სუბ-ური ხასიათის დამოკიდებულების განცდას გ. ეწოდება.
ფს-გია გ-ის ორ ურთიერთისაგან განსხვავებულ ჯგუფს გამოყოფს:
1. გ-ს ვიწრო მნიშვ. ანუ საკუთრივ გ-ს. ჩნდება გარეგანი სინამდვილის შემეცნებასთან დაკავშირებით, აზროვნების თუ საგნის აღქმის პროცესში. ეს გ-ები სუბ-ის სპეციფიკური სახის შინაგანი მდგომარეობაა, რ-შიც სიამოვნება-უსიამოვნების განცდასთან ერთად საგნის ის ნიშნებიცაა მოცემული, რ-ებიც სუბ-ზე საგნის ზემოქმედების შედეგად ჩნდება, რ-რც ამ საგნის დამახ. თვისებები; მაგ., სასიამოვნო ან უსიამოვნო გემო, საგნის სასიამოვნო ან უსიამოვნო სუნი, სასიამოვნო ფერი, ლამაზი ბუნება, პეიზაჟი, მოსაწონი ან გასაკიცხი მოქმედება ად-ნისა და სხვა.
2. გ. ფართო მნიშვ. ანუ ემოცია – წარმოადგენს სუბ-ის მიერ ობიექტური ვითარების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების ანუ პოზიციის განცდას, მაგრამ ისეთ განცდას რ-იც „საკუთრივ გრძნობისაგან“ განსხვავებით სუბ. მთელ პიროვნებას მოიცავს და თავის მიმდინარეობის პროცესში ცნობიერების გაბატონებულ შინაარსად იქცევა. ასეთია მაგ., სიყეარული, როცა რაღაც ან ვიღაც გვიყვარს, სიძულვილი, როცა რაღაც ან ვიღაც გვძულს, შიში, როცა რაღაც ობიექტური ვითარება გვაშინებს და სხვა. ერთი სიტყვით გ-ემოცია არაა და ობიექტური ვითარების მოცემულობასაც მუდამ წინასწარ გულისხმობს, მაგრამ რ-რც თავისებური ფს-კური ფაქტი იგი მაინც ამ ვითარებისადმი სუბ-ის პირადი მთლიან-პიროვნულ დამოკიდებულების, პოზიციის სპეციფიკური განცდაა და არა მისი ეგზისტენციის წვდომა ანუ შემეცნება.
გ-ემოციის თვისობრივ-რომელობითი ნიშნებია — სუბიექტურობა, პოლარულობა, ამბივალენტობა (იხ. ამბივალენტობა გრძნობის, გრძნობის პოლარულობა, გრძნობის სუბიექტურობა).
გ-ის გრადუალური (ხარისხობრივი) ნიშნებია-ინტენსიურობა, ექსტენსიურობა, სიღრმე, ხანიერობა (იხ. გრძნობის ექსტენსიურობა, გრძნობის ინტენსიურობა, გრძნობის სიღრმე, გრძნობის ხანიერობა).
ყოველი ემოცია რთული თუ მარტივი, ან სასიამოვნო განცდაა, ან უსიამოვნო სიამოვნება-უსიამოვნება გ-ის ელემენტებად ანუ ელემენტარულ გ-ებად ითვლება. მე-19 ს-ის ფს-გიას გ-თა მთელი სამკვიდრო ამ ორ ელემენტზე დაჰყავდა (იხ. სინგულარიზმი), ამის საწინ. მიმართულება იცავს მრავალ, თვისობრივად განსხვავებულ ელემენტარულ გ−თა არსებობას (იხ. პლურალიზმი). გ.ემოციისათვის არსებითად დამახ. სხეულებრივი გამოვლინებები, ე. წ. გამომხატველი ანუ გამოსახულებითი მოძრაობები (იხ. გამომხატველი (ანუ გამომსახველი) მოძრაობები).
| | Top 10 • Feedback • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |