A E

გა გე გნ გო გრ გუ
გრა გრო გრძ

გრძნობათა კლასიფიკაცია

ა) გ-ები ვიწრო მნიშვ. ანუ საკუთრივ ზ-ები“ თავის მხრივ იყოფა ორ ჯგუფად:

1. გრძნობადი გ-ები, რ-ებიც აღიძვრის საგნის ფერის, ფორმის, სიმძიმისა და საზოგადოდ საგნის აღქმის შედეგად.

2. უმაღლესი გ-ები ინტელექტუალური, ესთეტიკური, ეთიკური, სოციალური, რელიგიური. ესენი წარმოიქმნება სუბ-ის სათანა- დო გარემოსთან ურთიერთობის პროცესში.

ბ) გ-ები ფართო მნიშვ. ანუ გ-ემოციები; მათი კლასიფიკაციის ცდებიდან ცნობილია :

1. ემოციების დაჯგუფება მათი წარმომშობი ინსტინქტების საფუძველზე (ვ. მაკ დოეგალი), მაგ., შიშის ემოცია წარმოიშობა თავდაცვის ინსტინქტის საფუძველზე, სექსუალური ემოცია – გამრავლების ინსტინქტის საფუძველზე, ფლობის ემოცია საკუთრების ინსტიქტის საფუძველზე და სხვა.

2. დროის პრინციპის საფუძველზე (ე. შტერნი)

ა) აწმყოს ემოციები (გუნება, აფექტი და სხვა).

ბ) მომავლისაკენ მიმართული გ-ემოციები (მოლოდინი, შიში, იმედი და სხვა).

გ) წარსულისაკენ მიმართული ემოციები (პატრიოტიზმი, ერთგულება, დარდი, დამოკიდებულების გ).

3. კურტ შნაიდერის კლასიფიკაცია გამოყოფს გ-ემოციების სამ ჯგუფს:

1. მდგომარეობის აღმნიშვნელი გ-ები (სიხარული, დარწმუნებულობა, სიმშვიდე, დარდი, შიში, შური, წუხილი და სხვა).

2. თავის თავის მიმართ ემოციები (ძალა, თავმომწონეობა, თავისი უპირატესობის გ., სირცხვილი, სინანული, თავმდაბლობა და სხვა).

3. სხვის მიმართ ემოციები (სიყვარული, თანაგრძნობა, გულშემატკივრობა, სიძულვილი, უნდობლობა და სხვა).

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9