ცნობილია, რომ არა ყოველ სასიამოვნო გრძნობას უპირ. შესატყვისი საწინააღმდეგო უსიამოვნო გრძნობა, რაც იწვევს დადებით და უარყოფით გრძნობათა შორის რაოდენობრივ ასიმეტრიულობას: სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობათა ურთიერთ შეფარდება ასიმეტრიულია.
დადასტურდა, რომ ქართულ ენაში უარყოფით (უსიამოვნო) გრძნობათა აღმნიშვნელი სიტყვები აღემატება დადებითს (სასიამოვნოს). მაგ., უარყოფითი ემოციის გამომხატველი სიტყვები შეადგენენ დაახლოებით 445 ლექსიკურ ერთეულს, დადებითი–108-ს. სიტყვიერ პლანში აღნიშნული გრძნობათა ეს ასიმეტრიულობა სასიგნალო–ბიოლოგიური მნიშვ,: უფრო მეტი სიტყვებით და, მაშასადამე, მეტი დიფერენცირებით აღინიშნება ის, რაც უფრო გვაწუხებს და უსიამოვნო გრძნობას იწვევს, ვიდრე ის, რაც გვახარებს და სასიამოვნოა.