გრძნობები ურთიერთისადმი პოლარულად არის დაპირ. მაგ., უსიამოვნება სიამოვნების საპირ. პოლუსია, აგზნება - დამშვიდების საპირ. ამის მიხედვით უნდა გვევარაუდა, რომ ყოველ გრძნობას თავისი საპირ. პოლუსი აქვს და, რომ სიამოვნება-უსიამოვნება და საზოგადოდ დადებითი და უარყოფითი გრძნობები თანაბარი რაოდენობითაა წარმოდგენილი; მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. არა ყოველ გრძნობას უპირ. მეორე პოლუსზე საწინ. გრძნობა, მაგ., სინდისის ქენჯნა ან სირცხვილის გრძნობა ძალიან მწვავე გრძნობებია, მაგრამ მათი საპირ. გრძნობის დასახელება ერთობ ჭირს. გ პ. არ არის მათემატიკური ხასიათის, სადაც ერთ პოლუსს აუცილებლად საპირ. პოლუსი პოზიტიურად უპირ. გ. პ. პიროვნული ხასიათისაა, ამიტომაც არის ის ასიმეტრიული (იხ. გრძნობათა პოლუსების ასიმეტრიულობა).