A E

გა გე გნ გო გრ გუ
გულ გუნ

გულყრა

უეცრად განვითარებული ხანმოკლე პათოლოგიური მდგომარეობა ახასიათებს ცნობიერების აშლა ან სრული დაკარგვა, რასაც ახლავს კუნთების კრუნჩხვები, ან სხვა სახის უნებლიე მოძრაობანი. გულყრები სხვადასხვაგვარია;. ეპილეფსიური –ორი სახისაა:

ა) დიდი გულყრა (grad mal ) – ცნობიერების უეცარი დაკარგვა და ტონური კრუნჩხვები, რ-ის დროს ავად. მოცელილივით ეცემა ძირს ტონური კრუნჩხვები თანდათან გადადის რიტმულ-კლონურ კრუნჩხვებში. გ. მთლიანად 5–7 წუთს გრძელდება. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ავად-ს არაფერი ახსოვს გულყრის შესახებ.

ბ) მცირე გულყრა (petit mal )– ცნობიერების უეცარი ხანმოკლე დაკარგვა, რაც ახლავს კრუნჩხვები და წაქცევა. მოგონება გ-ის შესახებ არ რჩება.

გ) ისტერიული გულყრა–ვითარდება ფსიქიკური ტრამვის შედეგად. ახასიათებს ცნობიერების უეცარი აშლა, ავად. ნელნელა ეშვება ძირს. უნებლიე მოძრაობანი ვლინდება არა კრუნჩხვების, არამედ საკმაოდ მრავალფეროვანი, რთული გამომხატველი მოძრაობების სახით. გრძელდება რამდენსამე საათს. გ-ის შესახებ ავად-ს რჩება წყვეტილი მოგონება.

დ)ნაწილობრივი ანც ბრავე-ჯეკსონის გ. –გამოიხატება მხოლოდ გარკვეული ჯგუფის კუნთების (მაგ., ზემო, ან ქვემო კიდურის კუნთების, სახის მუსკულატურის) ტონურსა და კლონურ კრუნჩხვებში. შემთხვევათა ნაწილში შეიძლება მოხდეს კრუნჩხვების გავრცობა დანარჩენ კუნთებზეც გვხვდება თავის ტვინის გარკვეული უბნების ლოკალური დაზიანების დროს.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9