გარკვეული მთლიანი სულიერი განწყობილება –კარგი ცუდი, აპათიური ან აგზნებული. ვრცელდება ცნობიერების ყველა შინაარსზე, ის მთელ პიროვნებას მოიცავს. წარმოიშობა საერთო შთაბეჭდილებათა ერთობლიობის საფუძველზე. მისი გამომწვევი მიზეზი შეუმჩნეველიც კი შეიძლება იყოს, ე. ი. არც კი ვიცოდეთ რამ წარმოშვა იგი მაგრამ ისიც შეიძლება, რომ გ. რაიმე კონკრეტულმა მიზეზმა აღძრას. მაგ., დღეს მივიღე მეგობრის ბარათი, გამიხარდა და კარგ გუნებაზე დავდექი. ორივე შემთხვევაში თვით გ. ზოგადი, დიფუზური ხასიათის სულიერი განწყობილებაა, რ-იც რაიმე საგნისაკენ მიმართული არ არის, საგნისადმი ინტენცია არ ახასიათებს. („გუნებაზე ყოფნის განცდა, თავის იქით არაფერზე მიუთითებს“ ო. ევერტი). ზეგავლენას ახდენს ად-ნის ქცევაზე, განსაზღვრავს აფექტების ხასიათს. შეიძლება იყოს ხანგრძლივი, ქრონიკული, ან უფრო ხანმოკლე;. მწვავე და სწრაფი მიმდინარეობა იშვიათად ახასიათებს, გ-ზე დიდ გავლენას ახდენს ად-ნის ორგანული (სომატურ–ვიტალური) მდგომარეობა, მაგ., ავად. ად-ნი მეტწილ ცუდ გუნებაზეა. ამიტომ შეიძლება გ-ას თერაპევტულ-დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც მიეცეს.