![]() |
![]() | |
დასწავლილის დავიწყება ისეთივე ბუნებრივი მოვლენაა, რ-იც დამახსოვრება. წესისამებრ, რაც სუბ-ს უსწავლია, ზოგი რამ იქიდან ავიწყდება. დ. დროის ფუნქციას წარმოადგენს: რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტი გვავიწყდება და იზრდება.
ჩვეულებრივ, როცა დ-ის შესახებ მსჯელობენ, მხედველობაში აქვთ წარსულში ცნობიერად მიღებული განცდების და საერთოდ სწავლის შედეგად შეძენილი ცოდნა-ჩვევის ცნობიერებიდან გასვლა. დ. უზნაძის განწყობის თეორიის თანახმად, ყოველი შინაარსის დასწავლას საფუძვლად განწყობა უდევს. დასწავლილის გახსენება მისი ქვედებარე განწყობის კვლავ აქტუალიზაციის საფუძველზე ხდება. მაგრამ დ. ორსავე ამ ფაქტს, ე. ი. ცნობიერად შეძენილ შინაარსსა (ცოდნა- ჩვევებს) და განწყობის საფუძველზე მიღებულს –ერთნაირად `არ ეხება.
დ. უზნაძე ორი სახის დ-ას განასხვავებს:
1) ცობიერად შეძენილი შინაარსის (ცოდნა-ჩვევის) გასვლას მეხსიერებიდან, დაკარგვას, ხოლო მათი ქვემდებარე განწყობის შენარჩუნებას.
2) ისეთ დ-ას, რ-იც ერთნაირად ეხება, რ-რც ცნობიერად შეძენილ ცოდნა-ჩვევას, ისე მის ქვემდებარე განწყობასაც, დ-ის ამ სახეს, როცა ორივეს, ე. ი. ცოდნისა და მისი ქვემდებარე განწყობის დაკარგვა ხდება, ადგილი აქვს პიროვნების ფს-კური დაავადების შემთხვევაში. ნორმალურ ფს-კაში მხოლოდ პირველი სახის დ-ას აქვს ადგილი. როცა დასწავლით შეძენილი ცოდნა-ჩვევა იკარგება, ხოლო მისი ქვემდებარე განწყობა შენარჩუნებულია.
ასეთი დ-ისათვის რამდენიმე ნიშანია დამახ. მათში ძირითადია:
1) დამახსოვრებული შინაარსის გაბუნდოვნება, გაფერმკრთალება.
2) შინაარსის შემადგენელ ნაწილებს შორის კავშირების შესუსტება, დარღვევა, რის გამოც რ-იმე მათგანის რეპროდუქცია გაძნელებულია და საგანგებო ძალისხმევას მოითხოვს.
3) რაც დრო გადის დ-ული მასალის კვლავ დასწავლისათვის სუბ-ს სულ უფრო მეტი ვარჯიში სჭირდება.
დ. გარკვეული კანონების მიხედვით ხდება პირველად იგი ექსპერიმენტულად გამოიკვლია ჰ. ებინგჰაუსმა და მისი მთავარი კანონიც მანვე დაადგინა. ამ კანონის მიხედვით, დასწავლილი მასალის და დროის ფუნქციას წარმოადგენს: დროის ზრდის კვალობაზე და იზრდება. მაგრამ ეს ზრდა გარკვეული კანონზომიერებით ხდება: დ. უფრო სწრაფია დასწავლის მომენტიდან პირველ საათებში, შემდეგ დღეებში იგი სულ უფრო და უფრო ნელა კლებულობს და დგება ისეთი მომენტი, რ-ის შემდეგ იგი ერთ დონეზე რჩება, აქედან ნათელია, რომ აბსოლუტური დ. არ არსებობს, ერთხელ დასწავლიდან რაღაც ნაწილს მეხსიერება სამუდამოდ ინარჩუნებს.
თუმცა დ. დროის ფუნქციაა, მაგრამ, რადგან ცარიელი დრო სუბ-თვის არ არსებობს და მის მეხსიერებას მრავალი სხვა მასალის დასწავლა–დამახსოვრება უხდება, ამიტომაც დ-ას სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს. ძირითადად ეს ფაქტორები შემდეგია:
1) ა. აალის კანონი ხანგრძლივი დროისთვის განზრახული დამახსოვრება უფრო დიდხანს რჩება მეხსიერებაში, ვიდრე უფრო ხანმოკლე დროისთვის განზრახული.
2) სწრაფად დასწავლილი ჩვეულებრივ სწრაფადვე გადის მეხსიერებიდან, იგი უფრო გვავიწყდება, ვიდრე ის მასალა, რ-აც ხანგრძლივად ვსწავლობთ.
3) კონკრეტული, ანუ თვალსაჩინო და აზრიანი მასალა უფრო ხანგრძლივად გვამახსოვრდება, ვიდრე განყენებული ან უაზრო შინაარსის მასალა.
დ. უარყოფითიც შეიძლება იყოს და დადებითიც: უარყოფითია დ. მაშინ, როცა რისამე გახსენება გვჭირდება და ვერ ვიხსენებთ. მაგ. სახელები, ციფრები და სხვა. დადებითია იგი, რ-რც ძველისაგან განტვირთვა და ახალ-ახალი მასალის დახსომების უზრუნველყოფა–ყველაფერი, რაც გვისწავლია, მუდამ რომ გვახსოვდეს უკლებლივ, მაშინ ახლის დახსომება თუ შეუძლებელი არა, გაძნელებული უთუოდ იქნებოდა.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |