A E

და დე დი დო დრ დუ დღ
დავ დაკ დალ დამ დარ დას დაქ დაღ დაც

დამხმარე სკოლა

სპეციალური სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება, სკოლა, ჭკუასუსტი (ოლიგოფრენი) ბ-ვებისათვის, რ-ებიც ნორმალურ სკოლაში დაბალ აკადემიურ წარმატებას თავს ვერ აღწევენ, თვითოს წინ ვერ მიდიან და კლასის წინსვლასაც აფერხებენ. დ. ს-ის კონტიგენტის მეტი წილი იოლი თუ მძიმე ფორმის დებილებია (იხ. დებილობა). მცირე ნაწილი — იმბეცილები (იხ. იმბეცილობა). სასწავლო მასალა სპეციალურადაა შედგენილი მასობრივი დაწყებითი სკოლის პროგრამის საფუძველზე. მნიშვნელოვანი ადგილი ხელგარჯილობასა და შრომას აქვს დათმობილი. მეოთხე კლასიდან იწყება სპეციალურ–პროფესიული სწავლება. მთელი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემა შეგუებულია აღსაზრდელის დეფექტის სპეციფიკასთან. კლასში ბ-ვთა რაოდენობა მცირეა (15—6), რაც აადვილებს ბ-ვისადმი ინდივიდუალურ მიდგომას შემოღებულია საექიმო გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, წარმოებს პირადი დეფექტის (ენაბლუობა, ენაბრგვილობა) კორექცია.

დ. ს-ის მიზანია საგანგებო პედ. გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით ბ-ვთა ფს–კური და ფიზ. ნაკლის კომპენსირება და შრომითი პროფესიული ჩვევების მქონე საზოგადოებრივად სასარგებლო ად-ნის აღზრდა.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9