A E

და დე დი დო დრ დუ დღ
დავ დაკ დალ დამ დარ დას დაქ დაღ დაც

დარწმუნებულობა

ერთგვარი ინტელექტუალური გრძნობა, რ-იც თან სდევს ცნობიერების ყველა შინაარსს. ნიშნავს: სუბ-ის რწმენას (დარწმუნებულობას), რომ აღქმის, წარმოდგენის, მოგონების, მსჯელობა დასკვნის, თუ სხვა ფს-კური განცდის შინაარსი, რ-იც მას ამჟამად აქვს, სავსებით შეესაბამება მოვლენათა ობიექტურ ვითარებას მაგ., ად-ნის ამა თუ იმ მოგონებას წარსული ცხოვრებიდან ყოველთვის თან ახლავს რწმენა, რომ მოგონების შინაარსი, რ-იც მან ახლა აღადგინა, ნამდვილად ისეთი იყო მაშინაც, როდესაც მან იგი აღიქვა. ან კიდევ: რაიმე მსჯელობა-დასკვნის პროცესს თან მოჰყვება გამოკვეთილი რწმენა, რომ აზრთა მიმდინარეობა, რ-აც სუბ. ახლა ავითარებს, სინამდვილეს წარმოადგენს. იგივე ითქმის ცნობიერების სხვა შინაარსის შესახებ თვით აღქმის შინაარსიც კი არ არის თავისუფალი დ-ის გრძნობისაგან. სუბ. ყოველთვის დარწმუნებულია, რომ სამყარო, რ-აც ის აღიქვამს, რეალური სამყაროა. ამ გრძნობის დაკარგვა ავად-ური მდგომარეობის განვითარებას ნიშნავს.

დ. ბევრ შემთხვევაში შეუმჩნეველი გრძნობაა. ის აშკარავდება და თვალსაჩინო ხდება, როცა ცნობიერების შინაარსის ჭეშმარიტების შესახებ ეჭვი აღიძვრის და ამ შინაარსის ნამდვილობის საკითხი დაისმის. ამის შესაბამისად ფს-გიაში დ-ის ორი სახე უნდა გავარჩიოთ:

1. ლატენტურად არსებული დ-ის გრძნობა, რ-იც დაკავშირებულია უფრო დაბალ აქტებთან–მოგონების, აღქმის, წარმოდგენის პროცესებთან.

2. მკაფიოდ გამოკვეთილი, მაღალინტელექტუალურ და შემეცნებით აქტებთან დაკავშირებული. ამ სახით იგი ინტელექტუალურ ემოციათა ჯგუფს განეკუთვნება. პირველ შემთხვევაში, ცნობიერების შინაარსის ნამდვილობის საკითხი სუბ-ს არ უჩნდება. ამ შინაარსის რეალობის რწმენა (დარწმუნებულობა) თავისთავად უშუალოდაა მოცემული. მეორე შემთხვევაში ეჭვია აღძრული და ფს-კური პროცესი აზროვნება -მსჯელობის აქტებით მიდის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ძიება პასუხს მოითხოვს და პასუხის სისწორეში თვითონ სუბ. აშკარადაა დარწმუნებული.

თუ რ-რ უჩნდება სუბ-ს დ-ის განცდა, ეს საკითხი ფს-გიაში პრობლემად დგას. ცნობილია მისი გადაწყვეტის რამდენიმე თეორია (დ. იუმი, ვ. შტერნი, ვ. ბეტსი). მათ შორის საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი და უზნაძის განწყობის თეორიას. ამ თეორიით სავსებით ნათელია რომ დ-ის საფუძველი განწყობაა, რამდენადაც თვით განწყობა ობიექტური ვითარების გადატანაა სუბ-ში, სუბ-ის მომართვაა ობიექტური ვითარების შესატყვისად. ცხადია, ამის გამო ამ ობიექტური სინამდვილის შესახებ და თვით განწყობის არსშია მოცემული.

Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9