![]() |
![]() | |
პირველად ფს-გიაში დასწავლა ექსპერიმენტულად გამოიკვლია ჰ. ებინგჰაუსმა ე. წ. უაზრო მართ ცვლების მეთოდით.
ებინგჰაუსის მიზანი იყო ექსპ-ლად შეესწავლა მეხსიერების მოქმედება, გაეზომა იგი და დაედგინა მისი ძირითადი კანონები, მაგრამ მეხსიერების ნამდვილი გაზომვისათვის წინასწარ უნდა გამონახულიყო საზომი ერთეული, რ-იც ყველა ცპ-თვის დაახლოებით თანაბრად ძნელი დასამახსოვრებელი იქნებოდა. ასეთად მან იცნო „უაზრო მარცვლების მეთოდი“ და ამიტომ კვლევის მეთოდსაც „უაზრო მარცვლების მეთოდი“ ეწოდა. ცპ-რს ეძლეოდა უაზრო მარცვლების რიგი, რ-თაგან თითოეული მარცვალი სამი ბგერისაგან შედგებოდა: ორი თანხმოვნისა და მათ შორის ხმოვნისაგან. მარცვლების რიგს მნემომეტრით აწვდიდნენ (აკითხებდნენ) ცპ-ებს და ავალებდნენ დაემახსოვრებინათ და მოთხოვნილებისამებრ აღედგინათ.იგი ზეპირად. ებინგჰაუსის, გამოკვლევების შედეგად, დასწავლის ექსაერ-ული კვლევის შემდეგი ხერხებია ცნობილი:
1) დასწავლის მეთოდი: ცპ-ს აკითხებენ უაზრო მარცვლების რიგს მანამდე, სანამ მას შეუცდომლად აღადგენს. გამეორებათა რიცხვი, რ-იც ცპ-მა მასალის დასწავლას მოანდომა, არის მისი მეხსიერების კოეფიციენტი. ეს კოეფიციენტი ინტერინდივიდუალურად განსხვავებულია–ზოგს მეტი გამეორება სჭირდება, ზოგს ნაკლები.
2) ეკონომიის, ანუ შენარჩუნების (მომარაგების) მეთოდი - ვთქვათ, მასალის დასამახსოვრებლად ცპ-ს დაჭირდა 10 გამეორება, ხოლო, როცა ეს მასალა მას სრულიად დაავიწყდა და ის ხელმეორედ მიაწოდეს დასასწავლად, მას დაჭირდა უკვე 4 გამეორება. მაშასადამე, მისმა მეხსიერებამ პირველი დასწავლიდან რაღაც შეინარჩუნა, რადგან ახლა 4 გამეორება საკმარისი აღმოჩნდა განსხვავება პირველი და მეორე დახსომებისათვის საჭირო გამეორებათა შორის (10—4-6 ) არის მომარაგების კოეფიციენტია აქედან ჩანს, რომ აბსოლუტური დავიწყება არ არსებობს: რაც ერთხელ გვისწავლია, შესაძლებელია აღარც გვახსოვდეს, მაგრამ მისი ხელახალი დასწავლა ადვილი ხდება.
3) ცნობის მეთოდი: ცპ-ს აკითხებენ გარკვეული რაოდენობის მარცვლებს წინასწარი გაფრთხილებით, რომ შემდეგ ამ მარცვლებს ახალი მარცვლების რიგში უჩვენებენ და მან უნდა გამოიცნოს ისინი ამ ახალი მარცვლების რიგში.
4) დამახსოვრებული წევრების მეთოდი: ცპ-ს ეძლევა დასამახსოვრებლად უაზრო მარცვლების რიგი ერთხელ ან რამდენიმეჯერმე და შემდეგ უნდა ჩამოთვალოს იგი. დამახსოვრებული რაოდენობა ითვლება მეხსიერების სისწორის კოეფიციენტად.
5) სწორი პასუხის მეთოდი: ნაწილ-ნაწილად მიწოდებული მარცვლების კითხვის შემდეგ ცპ-ს აწოდებენ წყვილეულს პირველ წევრს და მან უნდა გამოიცნოს წყვილეულის მეორე წევრი. სწორ პასუხთა რიცხვის შედარება მიწოდებული მარცვლების საერთო რიცხვთან გამოხატავს დამახსოვრების კოეფიციენტს.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |