თავისებური ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა, განეკუთვნება ორგანულ შეგრძნებათა ჯგუფს,(იხ. რგანული შეგრძნება). თავს იჩენს: ორგანიზმის მიღწევების დაქვეითებაში (მუშაობის სიზუსტის, სისწრაფის, ნაყოფიერების შესუსტებაში) გამოწვეულია ხანგრძლივი ფიზ. ან გონებრივი მუშაობით აიხსნება სისხლში მომწამვლელ ნივთიერებათა (კენოტოქსინის) დაგროვებით. ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ორგანიზმის ენერგიის გადაჭარბებული ხარჯვა ნერვული სისტემის გამოფიტვას იწვევს და დაღლილობა გადაქანცვაში გადადის.
Source: ბერულავა ნადეჟდა. ფსიქოლოგიის ცნება-ტერმინთა ლექსიკონი / ნადეჟდა ბერულავა, ზოსიმე ხოჯავა /რედ. ვ. კაკაბაძე. - თბ. : ინტელექტი, 2018. – 408 გვ. : ნახ.;20 სმ. .- ISBN-9789941482694.