![]() |
![]() | |
ძირითადი ცნება ზ. ფროიდის „არაცნობიერის თეორიაში“. ამ თეორიის თანახმად, სუბ-ის „მე“-ს ფორმირება დ. მ-ზეა დამოკიდებული, ასეთებია: არასასურველი, („მე“-სთვის მიუღებელი) განცდის განდევნა; „ცენზურის" მუდმივი კონტროლი, რომ განდევნილი განცდები კვლავ არ შეიჭრას ცნობიერებაში; „ზე-მე“-ს ზოგადი მეთვალყურეობა „მე“-სთვის მისაღებ და მიუღებელ მოქმედებათა მოწესრიგების მიზნით. ფს-კური „მექანიზმი“, რის საშუალებითაც ხორციელდება „მე“-ს ეს ფორმირება, ე. ი. მიუღებელი განცდებისათვის ადგილისა და ფუნქციის მიჩენა, შემდეგია:
1. განდევნა მიღებული განცდის გაყვანა ცნობიერებიდან ქვეცნობიერებაში.
2. სუბლიმაცია ლიბიდოზურ ლტოლვათა აქტივობის გადანაცვლება სხვა, უფრო მაღალი სახის მიზანზე და ამ ძალების რეალიზება ამ ახალი მიზნის განხორციელების პროცესში.
3. სუბსტიტუცია — ლტოლვის თავდაპირველი ობიექტის სხვა ობიექტით შეცვლა.
4. კომპენსაცია– საკუთარი არასრულფასოვნების დაფარვა, მაღალღირებული პოზიციის დაპყრობისაკენ სწრაფვით.
5. რეგრესია განვითარების უფრო გვიან საფეხურზე აღმოცენებული განცდის შეცვლა განვითარების ადრეული საფეხურის განცდით.
6. რაციონაიზაცია — ლიბიდოზური ლტოლვისათვის კოგნიციურ -რაციონალური მოტივების მიწერა.
7. კონვერსია– განცდის გარდაქმნა და მისი გამოვლენა სხეულებრივი ფაქტორებით (კომპონენტებით).
8. პროექცია საკუთარი განცდების სხვა სუბიექტისათვის მიწერა.
9. გადანაცვლება.
10. შეკუმშვა - დ. მ-ს საშუალებით სუბიექტის „მე“ იბრძვის „იგი“- ს (იხ. „იგი“) განცდების (ლტოლვების, ლიბიდოზური გრძნობების) წინააღმდეგ; ჯერ განდევნის მათ ქვეცნობიერში, მერე ებრძვის მათ მისწრაფებას კვლავ ცნობიერ განცდებად იქცნენ. ზოგჯერ ამ ბრძოლაში სუბიექტს აკლდება დაცვითი ძალები, არ ჰყოფნის ენერგია, რაც ზ. ფროიდის აზრით იწვევს სუბ-ში ნევროზულ დაავადებას.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |